ზელენსკი აშშ-ს კონგრესს: გთავაზობთ შეიქმნას ახალი გაერთიანება - U-24 - გაერთიანება მშვიდობისთვის

16 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ვიდეოჩართვით მიმართა:

"რუსეთი მოდის არა მხოლოდ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქალაქებში, ეს არის დაუნდობელი შეტევა ჩვენს ფასეულობებზე, ბაზისურ ადამიანურ ფასეულობებზე, ტანკებით და თვითმფრინავებით მოდიან ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ...

მე მახსოვს თქვენი ეროვნული მემორიალი რაშმორის მთაზე, თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეები, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამერიკას, დემოკრატიას, დამოუკიდებლობას, და ჩვენ, უკრაინაში, გვინდა ჩვენი ხალხისთვის იგივე, რაც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2011 წლის, ის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა თქვენი ქალაქები, თავისუფალი ტერიტორიები საბრძოლო ველად გადაექცია. როდესაც უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს ციდან. ისევე, როგორც არავინ ელოდა ამას და ვერ შეაჩერეთ, იმავეს განიცდის ახლა ჩვენი ქვეყანა ყოველდღე. აი, ახლა, ამ წუთს, ყოველ ღამით, უკვე სამი კვირის განმავლობაში. უკრაინული ქალაქების თავზე ცა რუსეთმა გადააქცია სიკვდილის წყაროდ ათასობით ადამიანისთვის.

ეს არის ტერორი, რაც დღემდე არ უნახავს ევროპას, არ უნახავს 80 წელია. და ჩვენ ვითხოვთ პასუხის გაცემას ამ ტერორისთვის მთელი მსოფლიოსგან. ეს ძალიან ბევრია სათხოვნელად? ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნა ჩვენი ხალხის გადასარჩენად? ძალიან ბევრს გთხოვთ ჰუმინიტარული ფრენისთვის აკრძალული ზონით? რათა რუსეთმა ვერ შეძლოს ჩვენი თავისუფალი ქალაქების ტერორიზება.

თუ ასეთი ბევრია სათხოვნელად, მაშინ ალტერნატივას გთავაზობთ.

თქვენ იცით, როგორი თავდაცვითი სისტემები გვჭირდება.

იცით, ბრძოლის ველზე რამდენია დამოკიდებული ძლიერი ავიაციის გამოყენების შესაძლებლობაზე საკუთარი ხალხის, საკუთარი თავისუფლების დასაცავად. თვითმფრინავები, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, დაეხმარონ ჩვენს თავისუფლებას, დაეხმარონ ჩვენს ხალხს. და თქვენ იცით, რომ გაქვთ ეს თვითმფრინავები, მაგრამ ისინი არ არიან უკრაინის ცაზე. არ იცავენ ჩვენს ხალხს.

მე მაქვს ოცნება - ეს სიტყვები ძალიან ნაცნობია თქვენთვის;

მე საჭიროება მაქვს, მე მჭირდება ჩვენი ცის დაცვა. მე მჭირდება თქვენი დახმარება, რაც ზუსტად იმავეს ნიშნავს. იმავეს, როცა თქვენ გესმით სიტყვები - მე მაქვს ოცნება.

მე მადლიერი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, მისი პირადი ჩართულობის გამო, მსოფლიოში დემოკრატიის გულწრფელი მხარდაჭერის გამო;

მე მადლობელი ვარ თქვენი რეზოლუციის გამო, რომელიც მათ, ვინც დანაშაულს სჩადის უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, დამნაშავედ აღიარებს.

მაგრამ, ახლა მართლაც უმძიმესი დღეებია ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის. მე მოგიწოდებთ უფრო მეტი მოქმედებებისკენ, სანქციების ახალი პაკეტები არის აუცილებელი, ყოველკვირეულად, სანამ რუსეთის სამხედრო მანქანა არ გაჩერდება.

წარსულის ომებმა უბიძგა ჩვენს წინაპრებს, შეექმნათ ინსტიტუციები, რომელთა მიზანიც ომისგან ჩვენი დაცვა იყო. მაგრამ... ისინი არ მუშაობს. ჩვენ ამას ვხედავთ. ამიტომ, გვჭირდება ახალი ინსტიტუციები. ახალი ალიანსები და ჩვენ გთავაზობთ ასეთებს.

გთავაზობთ შეიქმნას ახალი გაერთიანება - U-24 - გაერთიანება მშვიდობისთვის, პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების კავშირი, რომლებსაც აქვთ ძალა და შეგნება, შეაჩერონ კონფლიქტები, დაუყოვნებლივ, გასწიონ აუცილებელი დახმარება 24 საათში.

თუკი აუცილებელი იქნება, იარაღით.

თუკი აუცილებელი იქნება, სანქციებით, ჰუმანიტარული დახმარებით, პოლიტიკური დახმარებით, დაფინანსებით - ყველაფრით, რაც აუცილებელია მშვიდობის დასაცავად, სიცოცხლეების გადასარჩენად.

ამასთან, ასეთ გაერთიანებას შეეძლება დახმარების აღმოჩენა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, ხელოვნური კატასტროფების შემთხვევაში, მათთვის, ვინც ჰუმანიტარული კრიზისის ან ეპიდემიის მსხვერპლი აღმოჩნდება.

U-24-ის მსგავსი ალიანსი რომ არსებულიყო, მჯერა, ათასობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ძალიან სჭირდებათ მშვიდობა, სადაც არაადამიანურ განადგურებას განიცდიან... გთხოვთ ნახოთ ახლა ეს ვიდეო იმის შესახებ, რაც რუსეთის არმიამ ჩაიდინა ჩვენს მიწაზე. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ.

მშვიდობა შენს ქვეყანაში აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ შენზე და შენს ხალხზე. ის დამოკიდებულია შენ გვერდით მყოფებზეც, მათზე, ვინც ძლიერია.

ამიტომაც, ამერიკელი ხალხი დღეს ეხმარება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასა და მსოფლიოს, პლანეტის გადასარჩენად, ისტორიისთვის სამართლიანობის გადასარჩენად.

ახლა თითქმის 45 წლის ვარ. ჩემთვის ასაკის ათვლა გაჩერდა, როცა ასზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა. ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუკი ვერ ვაჩერებ სიკვდილს. ეს არის ჩემი - როგორც ჩემი ხალხის, დიადი უკრაინელების ლიდერის - მთავარი მისია.

და, როგორც ჩემი ერის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს:

შენ ხარ ერის ლიდერი, შენი დიადი ერის ლიდერი.

გისურვებ იყო მსოფლიო ლიდერი. მსოფლიო ლიდერობა კი ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი.

გმადლობთ.

დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ს სენატის წინაშე სიტყვით ვიდეომიმართვისას.

სხვა სიახლეები:

🔲 ბაიდენმა პუტინს "სამხედრო დამნაშავე" უწოდა - გადავიდა თუ არა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე

🔲 ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი ტყვეების სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741096076

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...

სერბეთის პარლამენტ

1741096008

მსოფლიო

„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...

ნატო

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1741095859

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...

ირაკლი კობახიძე

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე