ზელენსკი: პოლონეთთან საზღვარი აღარ გვაქვს - იმიტომ, რომ ერთად ვართ სიკეთის მხარეზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთისა და უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება მოახერხა.
„ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის ისე ორგანიზება, რომ ათასობით უკრაინელი ქალმა და ბავშვმა მიიღეს ღირსეული დამოკიდებულება, არავინ კითხულობს რა ეროვნების არიან, რა რწმენა აქვთ, რამდენი აქვთ ფული.
ფაქტობრივად, მეგობარ პოლონეთთან საზღვარი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ერთად ვართ სიკეთის მხარეზე.
ჩვენ საზღვრამდე არ ვართ.
დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს:
დაბრუნდით!
დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობარი ქვეყნიდან.
დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, - ნათქვამია ზელენსკის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო მესიჯში.
იმავდროულად, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 60 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან აიღონ იარაღი.
"66 224.
აი რამდენი კაცი დაბრუნდა იმ მომენტში საზღვარგარეთიდან, რომ დაეცვა თავისი ქვეყანა ურდოსგან.
ეს კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადაა!
უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ!" - დაწერა მან Twitter-ზე.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ამ დრომდე ატარებს.
განახლებული სიახლეები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ აქ.
სხვა სიახლეები:
⬛ უკრაინის მხრიდან, მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, მოღალატე აღმოჩნდა
⬛ ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე მსოფლიო ომის შიშით, ამ შლეგს პუტინს მიუგდეს უკრაინელების და ჩვენი თავი
1740770674
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...
1740770546
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...