აშშ-მა პოლონეთის აეროპორტიდან ჯარები გაიყვანა, თუმცა ისინი ქვეყანაში რჩებიან - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის ჯარები პოლონეთში რჩებიან, სტრატეგიული ჟესოვ-იასიონკას აეროპორტის დატოვების მიუხედავად. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, წერს RMF24.
„ამერიკული ჯარები პოლონეთში რჩებიან. ვაშინგტონში ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იასიონკაში მისიის ხასიათი იცვლება. იასიონკაში ამერიკელი ჯარების არსებული ამოცანები სხვა მოკავშირეებს გადაეცემათ. ამერიკული ჯარები პოლონეთში რჩებიან, მაგრამ სხვა ადგილებში. ახლა იასიონკას მისიაში მონაწილეობენ ძირითადად ნორვეგიული, გერმანული, ბრიტანული, პოლონური ჯარები და სხვა მოკავშირეები“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
მისივე თქმით, პოლონეთმა ამერიკელ ჯარისკაცებს მიუთითა ბაზები, სადაც მათი მიღება შეიძლებოდა. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზებზე განლაგდებიან.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება 2024 წლის ივლისში ნატოს ერთ-ერთ სამიტზე მიიღეს. იმ დროს მოკავშირეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ლოგისტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მისია უფრო ნატოს ოპერაცია იქნებოდა, ვიდრე „მსურველთა კოალიციის“ ოპერაცია.
ცნობისთვის, პოლონეთში ამერიკული ჯარების ყოფნა ნატოს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
1744867822
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს?
საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...
1744866286
ახალი ამბებიპრემიერი: აქციებისას უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად, ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, ეს ნორმალურია?
უამრავი დანაშაული იყო ჩადენილი ჯგუფურად ასეულობით ადამიანის მიერ და ახლა ესენი გვეუბნებიან, რომ ყველგან იყო დანაშაული, არსად არ იყო დამნაშავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...
1744865928
საზოგადოებადღეს დიდი ხუთშაბათია
დღეს ვნების კვირის ხუთშაბათია. დღე, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს. ამ დღეს ქრისტიანული სამყარო ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, მაცხოვრის...
1744835719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - პროცესები ისე მიდის ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, ცვლილებების დრო აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც
„პროცესები ისე მიდის თავად ევროპულ საზოგადოებებში, რომ რაღაც მომენტში ცვლილებების დრო შეიძლება, აუცილებლად დადგეს, მათ შორის ეს შესაძლებელია, მოხდეს 3-4 წელიწადშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1744834612
ახალი ამბები„გახარიას ხელში იყო რუსი დეპუტატების საზღვარზე შემოშვება, ანუ, რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში?“ - ირაკლი კობახიძე
„გახარიას ხელში იყო რუსი დეპუტატების საზღვარზე შემოშვება, ანუ, რას ამბობს, რომ ხათრის გამო შემოუშვა გავრილოვი საქართველოში?,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში...