ავსტრალიაში ქალმა 1 წლის შვილი განზრახ მოწამლა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ქალს ბრალი წაუყენეს შვილის განზრახ მოწამვლისა და ფულის გამოძალვის მიზნით, მისი ტანჯვის ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ CNN წერს.

34 წლის ქალმა სანშაინის სანაპიროდან 1 წლის გოგონას მოსაწამლად, სავარაუდოდ, რამდენიმე არაავტორიზებული რეცეპტი და მედიკამენტი სამედიცინო ნებართვის გარეშე გამოიყენა, - ნათქვამია კუინზლენდის პოლიციის განცხადებაში.

„სავარაუდოდ, ქალი სამედიცინო რჩევის უგულებელყოფით, ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რომ მოეპოვებინა არაავტორიზებული მედიკამენტები, მათ შორის სხვა ადამიანისთვის განკუთვნილი ძველი მედიკამენტები, რომლებიც სახლში ჰქონდა“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის მტკიცებით, ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ბავშვს 2024 წლის 6 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით წამლავდა, იქამდე, ვიდრე მოზარდი საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და ექიმებმა თავიანთი ეჭვების შესახებ დეტექტივებს არ განუცხადეს.

„როდესაც ბავშვი განიცდიდა უზარმაზარ ტანჯვას და ტკივილს, ქალმა, სავარაუდოდ, გადაიღო და გამოაქვეყნა მისი ვიდეოები. სავარაუდოდ, კონტენტის შექმნა ბავშვის ექსპლუატაციისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა ფულის გამოძალვასა და ონლაინ გამომწერების მოზიდვას“, - აცხადებენ პოლიციაში.

უწყების ცნობითვე, 7 იანვარს არაავტორიზებულ მედიკამენტებზე ჩატარებულმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა და ქალი დააკავეს. მას სასამართლომ 28 იანვრამდე პატიმრობა შეუფარდა.

პოლიციის განცხადებით, ქალს საწამლავის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის 5 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, სამი მუხლით -  სახიფათო საშუალებებით დანაშაულის მომზადება და თითო მუხლით წამება, ბავშვის ექსპლუატაცია და თაღლითობა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737123834

ახალი ამბები

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში კაცი დაიწვა. როგორც „მოზაიკა“ წერს, დაღუპული დარაჯად მუშაობდა. კაცს ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობე...

ხანძრის ლიკვიდირება

1737121082

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია

„დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდ...

ირაკლი კობახიძე

1737119604

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელია და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ლარის კურსი, ვალუტა

1737115968

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას 1991 წლის ინტერვიუს აქვეყნებს: „დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი, ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები“

„ზვიადის ინტერვიუ მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც 1991 წელს მისცა „ამერიკის ხმას“. საკმაოდ დამაფიქრებელი და ღრმაა, როგორც იმ დროისთვის, ისე დღევანდელობისთვისაც. ჭეშმარიტი, ქართველი პოლიტიკოსის ხედვა და ში...

გიორგი გამსახურდია

1737114223

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას

„დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ...

ირაკლი კობახიძე