ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები თურქეთში პრობლემური საკითხების განსახილველად მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პლატფორმა ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის.
"არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებები ამ ტიპის დიდი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საკითხებისთვის, რადგან, დიახ, ეს ეხება უკრაინას.
მაგრამ სხვა გაგებით, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი, ბევრად უფრო დიდი რამ დევს აქ სასწორზე.
თურქეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლისთვის დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთსა და უკრაინას შორის.
ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც თურქეთი, როგორც რუსეთის და უკრაინის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ასევე როგორც ნატოს მოკავშირე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.
სხვა სიახლეები:
🔳 „ომი პოლიტიკის ისტორიიდან უნდა წაიშალოს“ - თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის კრიზისზე
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...