ირანში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 83 ადამიანია დაღუპული - Reuters

ირანში გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება.
სააგენტო Reuter-ი ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფების ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აქციებზე დაღუპულია სულ მცირე 83 ადამიანი.
მასობრივი პროტესტები ირანის ქალაქ საყეზში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ხალხი ადამიანთა და განსაკუთრებით ქალთა უფლებების დასაცავად გამოვიდა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, რომელთა შორის 28 მედიის წარმომადგენელიც არის.
გასულ კვირას, საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ თეირანმა უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოხდეს პროტესტის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
მანამდე ირანის რამდენიმე ქალაქში 23 სექტემბერს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები დაიწყო.
ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯას ითხოვენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍ირანში მთავრობის მომხრეები, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯას ითხოვენ
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...