იტალიამ საერთაშორისო სუროგაციის საწინააღმდეგო კანონი მიიღო

იტალიის პარლამენტმა 17 ოქტომბერს დასავლეთის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი კანონი მიიღო, რომელიც საერთაშორისო სუროგაციას კრძალავს. ადამიანებს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სუროგატ დედებს იყენებს, ჯარიმები და პატიმრობა ემუქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს, პირველ რიგში, ერთნაირსქესიანთა წყვილებზე იმოქმედებს. ამის შესახებ სტატიას The Washington Post აქვეყნებს.

სუროგაცია იტალიაში მანამდე აიკრძალა. ახლა კი, კანონის მიხედვით, სუროგატობა კლასიფიცირებულია როგორს უნივერსალური დანაშაული, რომელიც ქვეყნის ფარგლებს სცდება, როგორც ეს. მაგ. ტერორიზმის ან გენოციდის შემთხვევაში ხდება.

თუ იტალიის მოქალაქე უცხოეთის კლინიკაში მუშაობს და ის სუროგაციის პროგრამებს ხელს უწყობს, ეს პირები, ფაქტობრივად, კრიმინალები ხდებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ასე ცდილობს იტალიის საზოგადოებას კონსერვატიული იმიჯი შესძინოს, ხოლო სუროგაცია დასავლეთის „კულტურულ ომებში“ კიდევ უფრო მწვავე თემა გახდება.

ერთნაირსქესიან წყვილებს იტალიაში შვილის აყვანა დღესაც ეკრძალებათ. ახლა კი ისინი შეიძლება სხვა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდნენ. თუ ისინი იტალიიდან გარკვეული პერიოდით წავლენ და შემდეგ ქვეყანაში ბავშვით დაბრუნდებიან, ამ ბავშვის რეგისტრაციის საკითხში შეიძლება სერიოზული პრობლემები გაჩნდეს. განსაკუთებით ერთნაირსქესიანი კაცების წყვილების მიმართ შეიძლება მრავალი შეკითხვა გაჩნდეს.

კანონი 7-საათიანი ცხარე დებატების შემდეგ იტალიის პარლამენტმა 84 ხმით მიიღო. 58-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ევროპის ბიოეთიკის ინსტიტუტის დირექტორი ლეოპოლდ ვანბელინგენი ამბობს, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯა მელონის მიზანია საერთაშორისო კონვენციის მიღება, რომელიც სუროგაციას კრძალავს. ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ დღეს ეს არარეალისტურად ჩანს, მაგრამ აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში სავსებით რეალისტური შეიძლება გახდეს.

სუროგაციის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონებია, ვიდრე აშშ-ში. ევროკავშირის ქვეყნები, მაგ. გერმანია და საფრანგეთი, ქვეყნის შიგნით სუროგაციას კრძალავენ. აშშ-ში კი ის აბსოლუტურად ლეგალურია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729230746

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

18 ოქტომბერს ქუთაისში +15 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმში დღისით ჰაერ...

ზოგადი

1729228362

საზოგადოება

ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდა - მისამართების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, თბილისში, ქუჩების ნაწილს წყალი შეუწყდა. კომპანია აღდგენის დროს ასახელებს. ვა...

წყალი შეწყდება

1729196602

საზოგადოება

„თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა დაშორდნენ

ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა. ფოტომოდელი და ინფლუენსერი, ინსტაგრამზე ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს და კოდუას, ერთად გატარებული წლებისთვის, მადლობას უხდის. „...

კოდუა და პაიჭაძე

1729196291

ახალი ამბები

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 06:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

შუქი

1729187660

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.  მოსალოდნელმა ნ...

ამინდი