მაკრონი აცხადებს, რომ ევროპამ შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაშეცდომა უწოდა ევროპელების გადაწყვეტილებას, როდესაც მათ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. ამის შესახებ მან პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა, იუწყება The Guardian-ი.
მაკრონმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ომის დასაწყისში შეცდომა იყო იმის თქმა, რომ ევროპა არასოდეს აიღებდა ვალდებულებას „ჩექმები ადგილზე სამუდამოდ გაეგზავნა“.
„ამიტომ მოგვიწია ამ სტრატეგიული გაურკვევლობის აღდგენა“, - აღნიშნა მაკრონმა და დასძინა, რომ „ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირება დიდი შეცდომა იქნებოდა“.
ის არ ეთანხმება მტკიცებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ გაამართლა, „განსაკუთრებით რუსეთის რამდენიმე სტრატეგიული მარცხის შემდეგ, როდესაც შვედეთი და ფინეთი ნატოს შეუერთდნენ“.
„სწორედ ამიტომ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ამიტომ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ მოლაპარაკება მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ აწარმოონ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, მაკრონმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროპას მოუწევს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების მიწოდება. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეულ მუშაობას „ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაზე ადგილზე უსაფრთხოების მხარდასაჭერად და უზრუნველსაყოფად“. ორივე ქვეყანამ მიანიშნა უკრაინაში სამშვიდობო ძალების პოტენციურ განლაგებაზე.
მაკრონის თქმით, ეს საკითხები კვლავ განიხილება 2 მარტს ლონდონში გამართულ სამიტზე, სადაც შეიკრიბებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც ამ თვის დასაწყისში უკრაინის თაობაზე პარიზში გამართულ საგანგებო სამიტში მიიღეს მონაწილეობა.
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...
1740763659
ახალი ამბებიაფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ბექა ღვაჩლიანი დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მინისტრის პირველ მოადგილედ თანამშრომლებს ბექა ღვაჩლიანი წარუდგინა. ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმ...