მაკრონის განცხადებით, მოსკოვი უარს თუ იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი თუ უარს იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“.
მაკრონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„უკრაინაში გლოვის დღეა. ვფიქრობ დაღუპულ ბავშვებზე და ყველა სამოქალაქო პირზე, რომლებიც რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო დარტყმების მსხვერპლი გახდნენ. გასულ ღამეს რუსეთმა ისევ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქზე. თუ რუსეთი ისევ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას და უარს იტყვის მშვიდობაზე, ამას გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
ინფორმაციისთვის, 4 აპრილს რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 75-მდე ადამიანი.
1744140376
სპორტიგივი მაჭარაშვილი ევროპის სამგზის ჩემპიონია
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა. პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურ...
1744138775
საზოგადოებააშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საფრთხე შეუქმნას პანამის არხის ფუნქციონირებას
პანამის არხზე ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის პანამის არხს. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ და პანამა ერთად უზრუნველყოფენ ამ საკვანძო ა...
1744137898
მსოფლიოტრამპმა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები დაუწესა - თეთრი სახლი
აშშ-მა ჩინეთს 104%-იანი ტარიფები ოფიციალურად დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, იტყობინება CNN. აღინიშნა, რომ ახალი ტარიფები ძალაში შევიდა...
1744134303
საზოგადოებაირაკლი ბენდელიანი: შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე იყო კონკრეტული ბზარები, დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონკრეტულად ამ ადგილას გზის ნაწილობრივ შეზღუდვა
თბილისის მერიის ყველა სამსახური 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოშლილი ჯებირის აღდგენა, - განაცხადა თბილ...
1744131515
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: აქტივიზმი და რევოლუციონერობის მცდელობა, საპასუხისმგებლო საქმეა, დოის გასტროლებზე და ნანკას პათეტიკებზე ამოფარება არ გამოვა, ან დგახარ გამაუპატიურებელი რეჟიმის მობრუნების ავანგარდში და ამას აღიარებ, ან ელოდები არჩევნებს
საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ ადამიანების ისეთ პირად ტრაგედიებს, ყველაზე პერვერსიული საშინელებათა ფილმის სიუჟეტებში რომ ვერ აღმოაჩენ, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩ...