ნეთანიაჰუ: ისრაელი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლა განაახლოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველ ეტაპს „დროებითი ცეცხლის შეწყვეტას“ უწოდა.
შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათით ადრე ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისრაელს შეუძლია, ღაზაში საომარ მოქმედებებს დაუბრუნდეს, თუ შეთანხმების შემდეგი ეტაპები არ განხორციელდება.
„ისრაელი არ მოისვენებს, ვიდრე ომის ყველა მიზანს არ მიაღწევს, რაც მოიცავს ღაზაში მყოფი თითოეული მძევლის დაბრუნებას“, - განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-მა პირობა დადო, რომ ისრაელს ექნება იარაღი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლაში დასაბრუნებლად დასჭირდება და ამას გააკეთებს „ახალი გზებით და ძალიან დიდი ძალით“.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ისა და კატარის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში ისრაელი სამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცედ იდგა - პირველი, მისი თქმით, ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნდეს ბრძოლას აშშ-ის მხარდაჭერით; მეორე, მან მოითხოვა გარიგების პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი ცოცხალი მძევლების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა და მესამე, ისრაელი დაჟინებით მოითხოვდა ფილადელფის დერეფანში, ღაზა-ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ, თავისი ჯარების შენარჩუნებას.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ფილადელფის დერეფანში ჯარების რაოდენობას არ შეამცირებს, არამედ პირველ ეტაპზე მათ რაოდენობას გაზრდის, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმების პირობებს, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი „პირველ ეტაპზე ეტაპობრივად შეამცირებს ძალებს დერეფნის ტერიტორიაზე“.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...