"პუტინი აგრესორია, ახლა კი შედეგებს მიიღებენ" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

პუტინი აგრესორია. პუტინმა ეს ომი აირჩია. ახლა კი ის და მისი ქვეყანა შედეგებს მიიღებენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია რუსეთს ძვირი დაუჯდება, როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.

პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული იქნება.

პუტინის არჩევანი უკრაინასთან სრულიად გაუმართლებელი ომის თაობაზე რუსეთს უფრო სუსტს გახდის და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან აშშ-მა რუსეთის ოთხ მსხვილ ბანკს, მათ შორის VTB ბანკს სანქციები დაუწესა. სანქციების თანახმად, აშშ-ში აღნიშნული ბანკების ანგარიშები დაიბლოკება.

ეს რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში.

ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი გავლენის მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული სანქციები შემდეგ საკითხებს ეხება:

⚫ რუსეთის შესაძლებლობის შეზღუდვა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენში
⚫  რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობის შეჩერება
⚫  რუსეთის უნარის შემცირება კონკურენცია გაუწიოს მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
⚫  სანქციები რუსულ ბანკებზე, რომლებიც ერთობლივად დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. კიევში დღეიდან "კომენდანტის საათია" დაწესებული.

ამავე თემაზე:

🔳 რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის სადგურში მომუშავე პერსონალი მძევლებად აიყვანეს

🔳 ბრიტანეთმა რუსული აქტივები გაყინა - ბორის ჯონსონმა სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა

🔳 რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს

🔳 ბევრი ბერძენი ჩადგა უკრაინის საზღვრის დაცვაში "ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ" - ამბობს უკრაინელი ოფიცერი

🔳 ესპანეთის პრემიერი: რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741020226

ახალი ამბები

ჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს

 რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...

მერი

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა