რატომ არ უნდა გვეშინოდეს ატომური სადგურის აფეთქების

ჟურნალისტი ია ბობოხიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სათაურით - "ატომური სადგურის აფეთქების ტყუილად გეშინიათ მეგობრებო", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"თქვენთვის ვთარგმნე ცხელცხელი სტატია ერთ-ერთი ავტორიტეტული გერმანულენოვანი ბირთვული ფიზიკის ფორუმიდან.
მოკლედ, ჩერნობილი და ფუკუშიმა უკრაინაში არ განმეორდება, ახლავე აგიხსნით რატომ;
ჩერნობილში იმიტომ მოხდა აფეთქება, რომ ცდებს ატარებდნენ, უსაფრთხოების სისტემა გათიშეს, რეაქტორი გააღეს და მაქსიმალურ სიმძლავრეზე ამუშავებდნენ და თან აკვირდებოდნენ, პროცესების მართვა ვეღარ შეძლეს და მოხდა აფეთქება, უსაფრთხოების სისტემა გათიშული იყო და ვერ იმუშავა, ამიტომ აფეთქებამ მთელი სადგური დაანგრია და დაიწყო გაჟონვა.
ატომურ ელექტროსადგურს გარედან იცავს რკინაბეტონის ჯავშანი, მანდ შეჭრილ ჯარს არ აქვს იარაღი რომლითაც გარედან დააზიანებს სადგურს, შიგნით უნდა შევიდნენ და გენერატორი ხელით დაშალონ, ეს თვითმკვლელობაა და ამაზე არავინ წავა.
ატომური სადგურის ავარიის მხოლოდ 2 ვარიანტი არსებობს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი უნდა ესროლონ, ან ბუნებრივი კატასტროფა უნდა მოხდეს რამე ძალიან საშინელი.
დავუშვათ მაინც მოხდა ავარია, ამ შემთხვევაში ირთვება უსაფრთხოების ავტონომიური სისტემა, რომლის დაზიანებაც შეუძლებელია.
იაპონიაში, ფუკუშიმას ატომური სადგური დაზიანდა ცუნამის გამო რამდენიმე წლის წინ, ალბათ ყველას გახსოვთ, მაგრამ იქ მალევე მოახერხეს უსაფრთხოების სისტემის ჩართვა და კატასტროფა თავიდან აირიდეს.
ახლა რა არის ეს უსაფრთხოების სისტემა და როგორ მუშაობს.
წარმოიდგინეთ დიდი მაგნიტური ანტირადიაციული ფარი, რომელიც ზემოდან ადევს ამ ბირთვულ რეაქტორს და ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციას, თუ მცირე გაჟონვა მაინც მოხდა, ეს მაგნიტური ანტირადიაცული ფარი იზიდავს ამ რადიაციულ სხივებს, ერთად აგროვებს და ტყვიის კოლექტორში გადააქვს, ანუ ხელს უშლის რომ რადიაცია მთელ დედამიწაზე არ გავრცელდეს.
ჩერნობილში ეს ანტირადიაციული ფარი მეცნიერებმა გამორთეს რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ, იაპონიაში ცუნამის გამო ჩამოვარდა და გამოირთო, მაგრამ ახლა მსგავსი რამ გამორიცხულია უკრაინაში, რადგან 15 ატომური სადგური აქვს უკრაინას და ყველა აღჭურვილია თანამედროვე ანტირადიაციული მაგნიტური ფარით, რადიაციის გაჟონვა რომ მოხდეს, უსაფრთხოების სისტემა იმუშავებს, ჩვენამდე კი არა ახლომდებარე ქალაქებამდეც არ მიაღწევს რადიაცია, დაცულები ვართ ყველანაირად.
გააზიარეთ რომ შეწყდეს პანიკა.
წყარო:
კვანტური ფიზიკის პროფესორი Thomas Whalcher,
ნეიტრონული ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი Hans-Peter Duerr.
წყარო: მრისხანე ბაბუაწვერა."
1740842952
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...