"რუსეთმა შესაძლოა, საზღვრები დღეს დაკეტოს" - რას წერს რუსული მედია

"რადიო თავისუფლების" ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალოს მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან.

ამის შესახებ რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალება იუწყება ანონიმურ, მათ შორის, კრემლსა და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

პირველ ყოვლისა, საუბარია მამაკაცებზე, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებულ „ნაწილობრივ მობილიზაციას“ ექვემდებარებიან.

გამოცემა „Важные истории“-ს ინფორმაციით, რუსეთიდან გასვლის აკრძალვის გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს, 26 სექტემბერს გამოცხადდეს.

„Медуза“-ს ორი წყარო სავარაუდო თარიღად 28 სექტემბერს ასახელებს, ხოლო „Вёрстки“ – 30 სექტემბერს.

„Ходорковский LIVE“ ამტკიცებს, რომ ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავენ სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების მქონე ქალებსაც, მაგალითად, ექიმებს.

წყაროთა თანახმად, რუსეთიდან გასვლის აკრძალვის საკითხს ამ კვირის დასაწყისში განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობის და დუმის წარმომადგენლები.

21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით. მათ შორის, ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ:

📍იტალიამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაიღვიძა - ვინ გაიმარჯვა ვადამდელ არჩევნებში?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744907081

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სანქციები, თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული, რაც ღრმად არაევროპულია

 საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრ...

შალვა პაპუაშვილი

1744904608

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპა...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1744900581

მსოფლიო

თურქეთში ნარკოვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ  17 აპრილს, ანკარაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 500-ზე მეტი პირი დააკავა. როგორც თურქეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელმა ალი იერლიკაიმ აღნიშნა, სპე...

 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

1744897534

ახალი ამბები

ნიკა გვარამიას, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „კოალიცია ცვლილების" ლიდერი დროებითმა საგამოძი...

მთავარი არხი

1744897440

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი - ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას , – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისივე თქ...

ირაკლი ქადაგიშვილი