სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აცხადებს, რომ ბოლო დღეების ძალადობა საფრთხეს უქმნის მის ძალისხმევას, რაც ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს

სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ ალავიტების უმცირესობის წევრების მასობრივი მკვლელობა ემუქრება მის მისიას, რაც გულისხმობს ქვეყნის გაერთიანებას. ამის შესახებ ალ-შარაამ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. ალ-შარაამ პირობა დადო, დასაჯოს პასუხისმგებელი პირები, მათ შორის თავისი მოკავშირეები საჭიროების შემთხვევაში.
სირიის ახალი ლიდერი სააგენტოს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ალავიტ მუსლიმებსა და სირიის ახალი მმართველი სუნიტური ისლამისტური ხელისუფლების ძალებს შორის შეტაკებებს ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ასობით ადამიანი ემსხვერპლა. შარაამ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრე ჯგუფები უცხოელების მხარდაჭერით სისხლის ღვრის პროვოცირებაში დაადანაშაულა, თუმცა აღიარა, რომ ამას მოჰყვა შურისძიების მიზნით მკვლელობები. მისი თქმით, „ეს იქცა შურისძიბისთვის შესაძლებლობად“, თუმცა აღნიშნა, რომ ამჟამად სიტუაცია მეტწილად შეკავებულია.
„სირია არის კანონის სახელმწიფო. კანონი თავის გზას გაივლის ყველაფერზე. ჩვენ ვიბრძოდით ჩაგრულთა დასაცავად და არ მივიღებთ, რომ სისხლი დაიღვაროს უსამართლოდ ან დაუსჯელობისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენ შორის უახლოესი პირებისთვისაც კი“, – თქვა შარაამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არეულობის დროს მოკლულია სირიის უსაფრთხოების ძალების 200 წევრი. ამასთან, არ დაასახელა მსხვერპლთა საერთო რიცხვი და თქვა, რომ ამას გამოძიება დაადგენს, რომელსაც დამოუკიდებელი კომისია ჩაატარებს.
ბრიტანეთში ბაზირებული „სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (SOHR) მონაცემებით, ბოლო დღეებში მოკლულია 973 ალავიტი სამოქალაქო პირი. უფლებადამცვლები საუბრობენ დახოცილ მთელ ოჯახებზე. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აჰმად ალ-შარაამ აღიარა, რომ ბოლო დღეების ძალადობა საფრთხეს უქმნის მის ძალისხმევას, გააერთიანოს სირია. მისი განცხადებით, ამას გავლენა ექნება აღნიშნულ გზაზე.
მკვლელობების გამოსაძიებლად მან დამოუკიდებელი კომისიის შექმნა გამოაცხადა, რომელშიც შევლენ ალავიტებიც. ამასთან, შარაამ არ უპასუხა შეკითხვას, ჩართული იყვნენ თუ არა მასობრივ მკვლელობებში უცხოელი ჯიჰადისტი მებრძოლები, სხვა ისლამისტური დაჯგუფებები ან მისი საკუთარი უსაფრთხოების ძალები. სირიის ლიდერის თქმით, ამას გამოძიება დაადგენს.
მასობრივი მკვლელობების შემთხვევები სირიის სანაპირო დასახლებებში დაფიქსირდა, მათ შორის ქალაქ ლატაკიაში. ალ-შარაას მტკიცებით, შეტაკებები პროვოცირებული იყო ასადის ძმის მე-4 დივიზიისა და მისი მოკავშირე უცხოური ძალის მიერ. მას არ დაუსახელებია, თუ რომელ უცხოურ ძალას გულისხმობდა, თუმცა თქვა, რომ ეს არიან მხარეები, რომლებმაც დანაკარგი განიცადეს სირიის ახალი რეალობისგან. სააგენტო „როიტერი“ ვარაუდობს, რომ აჰმედ ალ-შარაა უცხოურ ძალაში ირანს გულისხმობდა.
ვრცელ ინტერვიუში შარაამ ასევე განაცხადა, რომ მის მთავრობას არ ჰქონია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტები. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა აშშ-ის მიმართ, რომ მოხსნას სირიას ბაშარ ასადის მმართველობის დროს დაწესებული სანქციები.
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ აჰმედ ალ-შარაა, იგივე აბუ მუჰამედ ალ-ჯულანი, წარსულში „ალ-ქადასთან“ კავშიების მქონე დაჯგუფების, „ალ-ნუსრას ფრონტის“ ყოფილი ლიდერია. „ალ-ნუსრას ფრონტისა“ და სხვა სამხედრო ჯგუფების გაერთიანებით 2017 წელს მან ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ შექმნა, რომელიც იდლიბის პროვინციას მართავდა. დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ და აჰმედ ალ-შარაა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული სანქციების სიაშია შეყვანილი.
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...