თურქეთში, ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა

თურქეთში, ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა. ტატიანა ოზოლინა მოტობლოგერი იყო. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milas Karya Haber-ი ავრცელებს.

ოზოლინას სოციალური გვერდის მიხედვით, ის თურქეთში მოტოციკლით მოგზაურობდა. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მიემართებოდა რა დროსაც ავარია მოუვიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოზოლინა მასთან ერთად მყოფ თურქ მოტო ბლოგერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტატიანა ოზოლინა ადგილზე გარდაიცვალა, თურქი მოტოციკლისტი კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოზოლინა სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც "მოტოტანია". ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტობლოგერი იყო. მას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.

ოზოლინას 13 წლის ვაჟი დარჩა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729173596

საზოგადოება

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი ინფექციური ჰოსპიტალი 83 საწოლზეა გათვლილი და ამბულატორიული განყოფილე...

თბილისში თენგიზ ცერცვაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

1729171895

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დ...

გიორგი კალანდარიშვილი IFES-ს შეხვდა

1729170607

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტა

1729167308

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - ნახეთ, რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტო სესიებით და განცხადებებით მიიპყრო. თამო პროფესიით ფოტო მოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანი...

თამო ვაშალომიძე

1729163404

ახალი ამბები

მაშველებმა მტკვრიდან კაცის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია იმასთან დაკავში...

კაცის ცხედარი ამოიყვანეს