"უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ეს სახელმწიფო ალიანსში" - ზელენსკი

უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ეს სახელმწიფო ალიანსში, –
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას მეტი კონკრეტიკა სჭირდება ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ნატო-ზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ საკითხზე უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმსჯელოთ. ვიცი, რომ ეს კითხვა ნატო-ს რამდენიმე, ან ზოგიერთ წევრს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ კონკრეტიკა გვინდა. უნდა გვქონდეს რაღაცის იმედი, ამიტომ ნატო უსაფრთხოების გარანტია. ეს პირველი.
მეორე არის ის, რომ იმის მიუხედავად, როდის ვიქნებით ნატო-ში, ან საერთოდ თუ ვიქნებით ალიანსში, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ ნამდვილად ვავითარებთ ჩვენს არმიას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ახლა ჩვენ ნამდვილად გვესმის, თუ ნატო-ში არ ვართ, მაშინ თავად დავიცავთ თავს და როდესაც საკუთარ თავს იცავ, როდესაც ერთი ერთზე ხარ ძალიან რთულ სახელმწიფოსთან, რას ნიშნავს „სანქციები შემდეგ“.
ვისთვის არის ისინი მიმართული, რისთვის არის? ესენი უკრაინას ეხება? მაპატიეთ, სამწუხაროდ არა. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ, თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება „სანქციები „მოგვიანებით?
შესაბამისად, სანქციებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს მიუთითებს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება, ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე გაკეთდეს. ჩვენ 15 ათასი დაღუპული გვყავს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სანქციებს „შემდეგ“ განიხილავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნატო-მ ღიად უნდა დააფიქსიროს, აქვს თუ არა უკრაინას ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა.
სხვა სიახლეები:
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...
1741618565
მსოფლიოBild: აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება
აშშ არ გეგმავს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების განახლებას, ვიდრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გადადგება. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს. „დონალდ ტრამპი აშანტაჟებს ზელ...
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...