უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სუჯა დატოვეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, რათა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.

უკრაინის გენშტაბმა გაასაჯაროვა რუკა, სადაც ნაჩვენებია, რომ უკრაინის ჯარები რუსეთის ქალაქ სუჯადან სრულად გავიდნენ და ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ამავდროულად, მტერი არ თმობს უკრაინის ჯარების პოზიციების დაკავების მცდელობებს. 15 მარტს კურსკის მიმართულებით 17 შეიარაღებული შეტაკება მოხდა.

როგორც უკრაინული მედია მანამდე იუწყებოდა, სამხედრო ანალიტიკოსებმა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების რუკებს ავრცელებენ, რუსეთის მიერ ქალაქ სუჯას აღების შესახებ 12 მარტს დაწერეს.

ამასთან, 12 მარტს უკრაინულმა მონიტორინგის პროექტმა DeepState-მა განაახლა ფრონტის ხაზის რუკა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სუჯა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ აღარ იმყოფებოდა.

რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარეზერვო მაიორის, ოლექსი გეტმანის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების გაყვანა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯადან შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მოთხოვნა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კარგად გააზრებული ტაქტიკის ნაწილია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742156338

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნ...

პრემიერ-მინისტრი

1742154711

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთ...

საქართველოს პრეზიდენტ

1742153883

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა

ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში...

გიორგი ვოლსკი

1742151649

საზოგადოება

დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება

მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა...

დეკანოზი იოანე

1742147726

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულებაზე საპრეზიდენტო კამპანიისას გაკეთებული განცხადება „ცოტათი სარკასტული“ იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა, ცოტათი სარკასტული იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შერილ ატი...

დონალდ ტრამპი