ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავთ, ვალდებულნი არიან, ყველა ქალს მისცენ უფლებები შარიათის კანონის შესაბამისად - „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა

ავღანეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა. განკარგულებას ხელს „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი, ჰაიბათულა ახუნძადა აწერს.
ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ისლამური საამიროს ხელმძღვანელობა ყველა შესაბამის ორგანიზაციასა და ტომების უხუცესებს ავალებს, ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სერიოზული ზომები მიიღონ.
ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება შემდეგ დებულებებს შეიცავს:
ქორწინების დროს აუცილებელია ზრდასრული ქალის თანხმობა. იძულებით ან ზეწოლით ვერავინ აიძულებს ქალებს ქორწინებას.
ქალი საკუთრება კი არა, არამედ კეთილშობილი და თავისუფალი ადამიანია. არ შეიძლება ქალი სამშვიდობო შეთანხმების და/ან მტრობის დასრულების საგანი იყოს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ქვრივზე ძალით ვერავინ დაქორწინდება, ნათესავების ჩათვლით. ქვრივს უფლება აქვს დაქორწინდეს და/ან განსაზღვროს/აირჩიოს თავისი მომავალი.
ქვრივს მემკვიდრეობის მიღებისა და ქმრის, შვილების, მამისა და ნათესავების საკუთრებაში უცვლელი წილის მიღების უფლება აქვს და ქვრივ ქალს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს.
ისინი, ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავთ, ვალდებულნი არიან, ყველა ქალს მისცენ უფლებები შარიათის კანონის შესაბამისად და დაიცვან სამართლიანობა მათ შორის.
ასევე წაიკითხეთ:
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...