ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის უკიდურესად რთული იქნება გადარჩენა აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, როგორც ახლა, ისე ომის დასრულების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის უკიდურესად რთული იქნება გადარჩენა აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე, როგორც ახლა, ისე ომის დასრულების შემდეგ.
ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-ის გადაცემის, Meet the Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისა და მისი მომავლისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ არ სურს, წარმოიდგინოს სცენარი, სადაც უკრაინა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე დარჩება.
„ალბათ ეს იქნება ძალიან რთული. რა თქმა უნდა, ყველა რთულ სიტუაციაში გაქვს შანსი, მაგრამ ჩვენ გვექნება მცირე შანსი, ძალიან მცირე შანსი, გადავრჩეთ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოხატა შეშფოთება, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინა დაუცველი დარჩება რუსეთის მხრიდან მომავალში ახალი მასშტაბური თავდასხმის წინაშე.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ცდილობს ომის დასრულებას, არამედ სურს მხოლოდ ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, რათა გადააჯგუფოს თავისი ჯარები და რუსეთს საერთაშორისო სანქციები მოუხსნან.
1741931998
ახალი ამბებიტერორისგან თავისუფლებით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზე გამწესდა
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შეფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არი...
1741928863
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ჩვენი მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, შესაბამისად ეს ნაბიჯი არის უალტერნატივო
„იწყება საკომიტეტო განხილვები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ - ეს არის კანონის გამკაცრება ნარკორეალიზატორების მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1741898959
საზოგადოებათეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, - ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის...
1741896959
სპორტიოსიმენი კვარაცხელიაზე: ვიცოდი, რომ დიდ გუნდში გადავიდოდა, ის საოცარი ადამიანი და ფეხბურთელია
„გალათასარაის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჯონ ობი მიკელის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც ნიგერიელმა აღნიშნა, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან კვარა დიდ გუნდში გადავიდოდა. „...
1741896315
საზოგადოებაილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ...