"15 წლის ბავშვი ტანსაცმლის გამო მოკლეს" - ავთო დვალიშვილი მოზარდის მკვლელობაზე

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი სოციალურ ქსელში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ახალ დეტალებს ეხმაურება.
"15 წლის ბავშვი მოკვდა... უბედურება... ყველა ვიყავით ამ ასაკში და ვიცით რა როგორ ხდება....
ახლა ვუყურე ტვ1-ზე მარიამის რეპორტაჟს და ძალიან იმოქმედა სავარაუდო მკვლელის ბებიამ...
ზოგადად იმოქმედა ამბავმა, რომ ტანსაცმლის გამო მოკლეს ბავშვი... ვერ აღვწერ....
თავს მივცემ უფლებას რომ მოწოდებასავით გამომივიდეს...
გოგოებო, ბიჭებო, გთხოვთ, არაფერი ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად...
თქვენი მეგობრის ფასად...
დაუკვირდით რას, როგორ, ვის ეტყვით....
15-16 წლის, კი პატარები ხართ, მაგრამ იმდენად დიდები ხართ, რომ პასუხი მოგეთხოვოთ...
აუცილებლად...
ამასობაში, ბავშვი მიწაშია, ყველას ეშველება, მას არა...
არც მის მშობლებს...", - წერს ავთო დვალიშვილი.
არასრულწლოვანი ცივი იარაღით 7 დეკემბერს მოკლეს, მას 10-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სხვა სიახლეები:
🔲 ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...