„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე ბიჭი მასთან იმყოფებოდა..." - მოკლული 17 წლის მოზარდის ახლობელი

„დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა.
მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის გარჩევა დაუწყიათ.
გარჩევას ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა, რის შემდეგაც მკვლელმა დათოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მეზობლები ჰყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან 10-მდე ახალგაზრდა. როგორც ვიცით, მკვლელი იდენტიფიცირებულია" - უყვება „ამბები ჯი“- ს გარდაცვლილის მეზობელი.
მომხდარის დეტალებს იხსენებს ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები მაკა კობრავა. როგორც ის ამბობს, ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა.
„ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მიირბინეს. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო.
ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. წაქცეული ბავშვი წელს ზემოთ შიშველი იყო, ალბათ ჭრილობას დახედეს. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ სანამ სასწრაფო მოვიდოდა მეზობელმა ჯიპში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“,- განაცხადა კობრავამ.
15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა. მეზობლების ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა.
მოკლულის ახლობლები „ამბები ჯი“ -მ ჩაწერა.
ამავე თემაზე:
🔵 თბილისში მოზარდის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...