17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც შესაძლოა, არ შეეხოთ 17 მაისს დასვენების დღე.

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ.

ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის 15 მაისით დათარიღებულ დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730393692

საზოგადოება

საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა...

გიორგი სანტურიანი

1730389355

სოციალური მედია

🎥 „კლიპების გადაღება უნდა დავიწყო👌“ - რა კადრებს აქვეყნებს მამულიჩა

ცნობილი წყვილი, მომღერალი ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახი მამულაშვილი მეგობრებთან, მაკა ზამბახიძესთან, რატი დურგლიშვილთან და მიხეილ ჩოხელთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობენ. მეგობრები დროს შესანიშნავად...

 მამულიჩა და ლელა

1730387430

სოციალური მედია

„სასიხარულო ამბავი!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...

ექიმი

1730384785

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ნოემბერში შესაძლოა, გარკვეული სირთულეები და უსიამოვნებები შეხვდეთ

2024 წლის ნოემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეხვდეს და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. თუმცა, ასტროლოგებს თქვენთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ, თუ როგორ შეიძლება,...

	ჰოროსკოპი

1730380339

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი