„ვისაც გემხიარულებათ, ამას არავინ გიშლით, უბრალოდ იყავით ჯანსაღ გარემოში და ნუ გადასცდებით საზღვრებს“ - ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

1-ელ ნოემბერს 16:47 საათზე თბილისის დროით გვექნება ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში. გარდა ამისა, ხვალ, 30 ოქტომბერს დასავლური სამყარო და არა მარტო, აღნიშნავს „ჰელოუინის“ დღესასწაულს, რაც სხვადასხვა ასტროლოგიურ მოვლენებთანაა დაკავშირებული.

აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს. 

„პრინციპში, ხვალ და ზეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს.

ხვალ, დასავლური სამყარო და არა მარტო, აღნიშნავს „ჰელოუინის“ დღესასწაულს, ხოლო ზეგ კი 1-ელ ნოემბერს 16:47 საათზე თბილისის დროით გვექნება ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში.

მოდით განვიხილოთ, როგორც ერთი, ისე მეორე თემა:

1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობას პიკზე გვექნება ძალიან მაგარი ტრიგონი პლანეტა სატურნზე. ეს კი, თავისთავად, მომდევნო 2 კვირის მანძილზე შესანიშნავი დროა გეგმების განხორციელებისა და კონსტრუქციული სისტემის ასაწყობად.

არ დაიზაროთ, თუ გსურთ რაიმე მნიშვნელოვანის გადაწყვეტა, წამოწყება, გამყარება.

რადგან ახალი მთვარე ისეთ ენერგეტიკულად ძლიერ ნიშანში ხვდება, როგორიცაა მორიელი, ბუნებრივია, რომ ამ მონაკვეთში დრო ხელს უწყობს სულიერი სამყაროს გამოღვიძებას. ლოცვას და უზენაესთან კონტაქტს.

ახლა, რაც შეეხება ჰელოუინის დღესასწაულს და ხშირად დასმულ კითხვებს:

ამ პერიოდში მართლა ნეგატიურად აქტიურდებიან ე.წ. „შავი მაგები?“ გეტყვით, რომ დიახ. აქტიურდებიან ხოლმე!

ვინც ამ გზას ადგას, ხშირად, ელოდება ასეთ დროს და შემთხვევითი არაა, რომ ეს ყველაფერი ხდება ღრიანკალის ზონაში, რაოდენ ეს ნიშანი ასტროლოგიურ სამყაროში მეტად მართავს მაგიურ თემებს და შეუძლია, რომ დესტრუქციული ხასიათიც მისცეს ყველაფერს.

შესაბამისად, ამ ხალხის დიდი ნაწილი საკმაოდ ფართო ენთუზიაზმით ელის ამ წუთებს.

ვისაც გემხიარულებათ, ამას არავინ არ გიშლით, უბრალოდ იცოდეთ რომ იყავით ჯანსაღ გარემოში და ნუ გადასცდებით საზღვრებს.

ისტორიულად, ხანდახან, ეს დღე ემთხვეოდა ოქტომბრის სავსემთვარესაც კი. დრუიდების მიერ შემოღებული ეს დღე ემთხვეოდა ყოველთვის ოქტომბრის მთვარის ფაზებს და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იქნებოდა თვის მიწურულს სავსე მთვარე.

მზეს უნდა გაევლო მორიელის, მთვარეს კი კუროს ნიშანი, ხოლო რადგანაც ეს უკანასკნელი ხშირად იყო და ემთხვეოდა ოქტომბრის ბოლო რიცხვებს, საშუალოდ აიღეს 31 რიცხვი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ყოველთვის 31 რიცხვში არ აღნიშნავენ მას დიდი დოზით.

ანუ გააჩნია იმ წელს, როდის იქნება მთვარის პიკური ფაზა ოქტომბერ-ნოემბერში. ეს კარგად იციან იმ მაგებმა, რომლებიც დაფარულში აქტიურდებიან ამ დროს, მაგრამ სხვა ფენების წარმომადგენლებს წვდომა ნაკლებად აქვთ.

ჰელოუინის წარმოშობა უკავშირდება მოსავლის უძველეს კელტურ დღესასწაულს. სათავეს იღებს დაახლოებით 1900 წლის წინ ინგლისში, ირლანდიაში და ჩრ.საფრანგეთში. ეს იყო კელტური ახალი წელი, რომელიც უკვე 1-ელ ნოემბერს აღინიშნებოდა.

კელტების აზრით კი მაგ დღეს გარდაცვლილთა სულები ცოცხალთა შორის ირეოდნენ. ასევე, დრუიდებს სჯეროდათ, რომ 1-ელი ნოემბრის ღამეს დემონები და ჯადოქრები თავისუფლად დაძრწოდნენ დედამიწაზე. დემონები კი ერთობოდნენ ადამიანებით და აშინებდნენ მათ, აზიანებდნენ და ათასგვარ ხრიკს უწყობდნენ. ადამიანები კი ცდილობდნენ მათ გამასპინძლებოდნენ ან ისე ჩაეცვათ, რომ გარეგნულად მათ დამსგავსებოდნენ და თავი გადაერჩინათ.

დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია ჯეკის ფარანი, ანუ გოგრა და მასში ანთებული სანთლები.

ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო.

ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში.

ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.

დღეს კი კოსტიუმებმა ჩაანაცვლა სხვადასხვა გადასაცმელი სამოსი, ხოლო ხილი კი ნუგბარმა. ამ დღეს ბევრი განასახიერებს რომელიმე გარდაცვლილ პერსონაჟს, იქნებიან ესენი ცნობილი თუ უცნობი პირები, არ ესმის ბევრს, რომ არც სულიერი და არც ენერგეტიკული ხაზით ეს არაა სწორი და მეტიც - დამაზიანებელია.

ეცადეთ, რომ ამ დღეს შეხება გქონდეთ მხოლოდ თეთრ, ანგელოზრივ ძალებთან, იდგეთ ქრისტიანული სიწმინდის სადარაჯოზე, ხოლო თუ გსურთ გარდაცვლილ სულებთან კონტაქტი, ამას არასდროს არავინ გიშლით შეგიძლიათ მათი მოხსენება.

კელტური ცივილიზაციის შემდეგაც იყვნენ სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ასცდნენ განვითარების გზას და მატერიალური ბედნიერების გამო ე.წ. მაგიურ უნარებს იყენებდნენ შავი ძალების მსახურებისთვის, ამიტომ თითოეული ადამიანის გააქტიურებით თუ შესაბამისი დიდი ღონისძიებებით ისევ შავ გარემოს აძლიერებს ადამიანი.

მარტივია: რაშიც ვდებთ ჩვენს ძალებს და ინვესტიციას, ის საზრდო გვეძლევა სიყვარულის ან ტანჯვის სახით.

გისურვებთ ყველას ბედნიერ და ნაყოფიერ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730310611

სპორტი

რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს

Geo Team-ი ქართული სპორტულ გვერდია, რომელიც ფეხბურთის შესახებ სიახლეებს და ქართველი ფეხბურთელების სახალისო ფოტო-ვიდეო მასალას გვიზიარებს ხოლმე. გვერდის მფლობელი, საბა საპანაძე სოციალურ ქსელში ესპანეთშ...

გიორგი მამარდაშვილი

1730308956

ახალი ამბები

წალენჯიხაში ძმამ ძმა დაჭრა

 წალენჯიხის სოფელ მედანში 55 წლის კაცმა 60 წლის ძმა სანადირო თოფით დაჭრა. არსებული ცნობით, კაცი მუცლის არეში მსუბუქად დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღ...

პოლიციის ლენტა

1730305211

საზოგადოება

„ეზოში ტრაქტორი იყო დაქოქილ მდგომარეობაში და მიერთებული ჰქონდა ცისტერნა...“ - რას იხსენებს 30 წლის პარასპორტსმენი

პარასპორტსმენი გიორგი ხიზანიშვილი 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტაიკვანდოში. მასზე რეპორტაჟი გადაცემაში „შუადღე“ მოამზადეს, სადაც იგი საკუთარ ისტორიასა და მიღწევებზე საუბრობს.  „ყველაფერი კარგად მა...

 გიორგი ხიზანიშვილი

1730304510

საზოგადოება

366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩე...

ცესკო

1730299935

ჰოროსკოპი

„მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წინ წამოიწევს საკუთარი თავის სწორად დანახვის და წარსულის გააზრების სურვილი“ - რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც. ამჯერად იგი 1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობასა და ზოდიაქოს ნიშნებზე მისი ტენდენ...

ააა