1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს საკუთარი და გარშემო მყოფების შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. პროფესიულ საქმიანობაში და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და კომპრომისი იპოვოთ. მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა აკეთოთ, რომლებთანაც ადრე უკვე ითანამშრომლეთ. ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
კურო
ამ დღეს შეგიძლიათ ოდნავ შეამციროთ აქტიურობა და დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, უფლება მიეცით საკუთარ თავს, მოდუნდეთ და მხოლოდ საყვარელი საქმეები აკეთოთ. ეცადეთ უფროსისგან თავი შორს დაიჭიროთ, რომ დამატებითი დავალება არ მიიღოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ. შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენს მსოფლმხედველობაში ცვლილება მოხდეს.
ტყუპები
რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. შემაფერხებელი ფაქტორების გამო, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ამასთან, დილიდან მრავალი პრობლემის გადაჭრა გიწევთ. პრობლემების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნოთ. რაც უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით, მით უფრო ნაკლები პრობლემა გექნებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს განსაკუთრებულ პრობლემებს და სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. პროფესიულ მოვალეობების ადვილად გაუმკლავდებით და მეგობრებთან ერთად გართობის დროც დაგრჩებათ, რა თქმა უნდა, თუ სხვა გეგმები არ გაქვთ. რომელიღაც ძველი, უსიამოვნო საკითხი სავარაუდოდ, თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. არახელსაყრელი დროა ახალი პარტნიორების მოსაძებნად. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის წევრებს მიაქციეთ – მათ ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ლომი
იმდენად მშვიდი დღეა, რომ შეიძლება მოიწყინოთ. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ძალების აღდგენისთვის გამოიყენოთ. შეგიძლიათ საღამოს ძველ მეგობარს სტუმრად ეწვიოთ ან გასართობ ღონისძიებას დაესწროთ. მნიშვნელოვანია, რომ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.
ქალწული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და დაავადების სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. 1-ელ ნოემბერს შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული ან მემკვიდრეობითი დაავადებები, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, როცა სხვა ადამიანები თქვენს საქმეებში ერევიან და გაძლევენ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ, შემოქმედებით სფეროში მომუშავე ქალწულებს წარმატებული დღე ელით.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/1-eli-noembris-astrologiuri-prognozi-4474
1730393692
საზოგადოებასაოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა
26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა...
1730387430
სოციალური მედია„სასიხარულო ამბავი!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1730384785
ჰოროსკოპიზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ნოემბერში შესაძლოა, გარკვეული სირთულეები და უსიამოვნებები შეხვდეთ
2024 წლის ნოემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეხვდეს და ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდეს. თუმცა, ასტროლოგებს თქვენთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ, თუ როგორ შეიძლება,...
1730380339
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7427 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1730379162
მსოფლიოფაშინიანი სახელწოდების, „სომხური კონიაკის“ გაუქმების ინიციატივით გამოვიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოუწოდებს სომხეთის მოსახლეობას, რომ სახელწოდებაზე „სომხური კონიაკი“ უარი ითქვას. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას Ne...