200-მდე ელექტროდამტენის მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პროიორიტეტია.
„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმები გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.
1738750859
მსოფლიოWSJ: აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ყველა თანამშრომელს გათავისუფლება და სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 8 თვის ანაზღაურების გადახდა შესთავაზა. ინფორმაციას The Wall Street Journa...
1738749315
საქართველომამუკა მდინარაძე - ოპოზიციის დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს პარლამენტში შემოსვლას იმიტომ, რომ ავალებენ, ეს ქმედება საბოტაჟის იარაღად იყოს გამოყენებული, ჩვენ ამის საშუალებას აღარ მივცემთ
არ შეიძლება, ოპოზიცია მუდმივ რეჟიმში იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე და ეს ყველაფერი იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებულ...
1738749288
ახალი ამბებიპარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წა...
1738747236
მსოფლიოთურქეთმა ISIS-სთან კავშირში მყოფი 160-ზე მეტი პირი დააკავა
ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS) კავშირში ეჭვმიტანილი 164 პირი დააკავეს, - ამის შესახებ თურქეთის შს...
1738747088
საქართველოGuide Of Georgia: მუმბაის გამოფენამ გადააჭარბა მოლოდინებს, ველოდებით ტურისტების დიდ რაოდენობას ინდოეთიდან
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. OTM 2025-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მ...