პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. მან დეპუტატებს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” 49 წევრის სია გააცნო, რომელთაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.
თითოეული მათგანის საკითხს პარლამენტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია, ხოლო დადებითი პასუხი, სხვადასხვა შემთხვევაში, 80-დან 83 დეპუტატამდე დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.
1738758474
საზოგადოებაპარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა
საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“...
1738756935
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამ...
1738755509
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-ზე, ეჭვი გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავეს საქმიანობდნენ საქართველოში
„აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-თან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავე საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმ...
1738754237
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
4 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ბაკურიანი ციდას“ წყლით სავარაუდო მოწამვლის შესახებ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგებ...
1738753782
საქართველოთეა წულუკიანი - რომ გეკითხა, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა, რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს დევნა, რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს
რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ, მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფ...