ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა

 ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის Connect 2025-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკურ დეტალებს. ასევე, მხარეებმა განიხილეს საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
British Airways-თან, ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. შედეგად, 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com

British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738671252

ახალი ამბები

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობ...

ნარკოტიკული საშუალება

1738669583

ახალი ამბები

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. სასამართლოს გადა...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

1738669257

ახალი ამბები

სოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში  მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც...

აა

1738669178

ახალი ამბები

„ეროვნული ბიბლიოთეკა რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად“ - ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის ი...

ეროვნული ბიბლიოთეკა

1738667686

ახალი ამბები

„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს

„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გ...

წყალი ბაკურიანი