31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„31 დეკემბრიდან დღემდე 30 პაციენტს მოემსახურა დამწვრობის ცენტრი. აქედან ორ შემთხვევაში, რვა და ცხრა წლის ბავშვებში სერიოზული მდგომარეობა იყო. ისინი წვანან დამწვრობის ცენტრის სტაციონარში. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დამწვრობა აქვთ მიღებული მტევნებსა და სახის არეში. დანარჩენი პაციენტები გაეწერენ ამბულატორიულად.
კიდევ ერთხელ მინდა, უმორჩილესად გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის უფროსს საჩუქრად მიაქვს ბავშვებისათვის. მესმის, კანონი კრძალავს არასრულწლოვანისთვის მიყიდვას, მაგრამ დღესდღეობით ალბათ დამერწმუნებით, რომ ბავშვებშიც სამწუხაროდ, ხელმისაწვდომია პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება კანონით აკრძალულია, მაგალითად, ინგლისში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
1741553598
მსოფლიოტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...
1741550966
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთანმ, პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფხაზეთში“
„ იყო ძალიან დიდი რისკი, რომ პირდაპირი კონფრონტაცია იქნებოდა რუსეთთან. მე თვითონაც არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, როდესაც პირდაპირ იყო მოთხოვნები, რომ „რას ელით, ახლა არის საუკეთესო დრო, რომ შეხვიდეთ აფ...
1741550024
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქართულ ოპოზიციას და ბრიუსელის ბიუროკრატებს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ - „დიფ სთეითი“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ იცის, თუ რა პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რა არის „ქართული ოცნების“ გზავნილები. დეპუტატ...
1741548815
ახალი ამბებინინო წილოსანი: რასაც ვადევნებთ თვალყურს, მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო
ფაქტია, რასაც ვადევნებთ თვალყურს მზადდებოდა და განხორციელდა მსოფლიო რევოლუცია ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც აღვირახსნილ ლიბერალურ ფაშიზმს და საომარ დღის წესრიგს მოუწყო. სწორედ ამ პროცესების ნაწილი...
1741547534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად და მათზე შეტევა ნიშნავს პირდაპირ შტურმს სახელმწიფოზე
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, პოლიცია არის ჩვენი ქვეყნის მთავარი დამცველი, რა თქმა უნდა, ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარი...