მამუკა ხაზარაძე: „სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზა“

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ დაფნარში ისევე, როგორც სხვა სოფლებში არ არის საბავშვო ბაღები, რის გამოც ბავშვები მოკლებულნი არიან საშუალებას საკუთარ სოფლებში მიიღონ განათლება - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერები საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ სხვა სოფლების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებას სთავაზობს, თუმცა მშობლები უსაფრთხოების და პანდემიის გამო უარს ამბობს.
„დაფნარი სკოლის გარეშეც არის დარჩენილი. სოფელში, სადაც 700-მდე მოსახლეა ისტორიული სკოლა, რომელშიც აკაკი შანიძე სწავლობდა დაანგრიეს“, - აცხადებს პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
მისი თქმით, სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზა.
„ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გააკეთოს ის რაც თქვენ გჭირდებათ, სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზები. თქვენს სოფელს არ აქვს სკოლა და ბაღი, ეს წარმოუდგენელია. არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ და ერთად ყველაფერი გამოგვივა, ლელო და ჩვენი ყველა წევრი თქვენს გვერდით იდგება ბოლომდე, სანამ არ მივაღწევთ წარმატებას" - აღნიშნავს ხაზარაძე.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლელოს ლიდერი სოფელ ნოღაშიც ჩავიდა, სადაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის წინაშე არსებულ პრობლემებს გაეცნო.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ჩემი ბავშვობა დამთავრდა….“ - ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...
1741607051
ახალი ამბები„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე
გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...