9 მილიონის გაფლანგვის საქმე - სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

9 მილიონის გაფლანგვის საქმე - სააკაშვილის პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პროცესზე რამდენიმე სახის შუამდგომლობას დააყენებენ.
თუთბერიძის თქმით, დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არა პოლიტიკური სპექტაკლი, არამედ ლაკმუსის ქაღალდი იყოს.
„აბსურდულ ბრალდებებთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოგვეცემა საშუალება და აუცილებლად დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, რათა საქმის გამოკვლევა ფორმალურ დონეზე მაინც მოხდეს - მრავალმხრივად და სრულად,”- აცხადებს თუთბერიძე.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილი სხდომას, სავარაუდოდ ვერ დაესწრება. ბექა ბასილაიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს, 12:00 საათზე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უნდა შეხვდეს, სააკაშვილი სასამართლო პროცესს, სავარაუდოდ, არ დაესწრება.
სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა დაიწყო, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების - 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საკითხს.
ასევე საინტერესოა:
🔵 "ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია" - გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...
1741071610
მსოფლიოიაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი
იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...