დეპუტატი წილოსანი: ე.წ. პიჯაკების საქმეს შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე, უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე, სტილისტის საქმე

„ამ საქმეს უნდა ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე და არა ე.წ. პიჯაკების საქმე“, - ასე ფიქრობს „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ნინი წილოსანი.

„აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ მათი პიარული მსვლელობა იყო, რომ ამ საქმისთვის ეწოდებინათ პიჯაკების საქმე, რომელიც არის საკმაოდ ელიტური კორუფციის საქმე და შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე, რადგან 500 000-მდეა დახარჯული კოსმეტიკური პროცედურებისთვის, შეიძლება ვუწოდოთ გასახდომი პროცედურების საქმე, უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე, სტილისტის საქმე, რადგან სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული სტილისტის მომსახურებაში, ვიდრე პიჯაკებში და პიარულად, ალბათ, ძალიან მომგებიანია, რომ ადამიანებს აუჩუყონ ამით გული“, - აცხადებს წილოსანი.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. 

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

„ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის“,- აცხადებს შოთა თუთბერიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 "ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია" - გიორგი კვირიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔵 "ის, რომ დღეს შევძელი ორი საათი ფეხზე დგომა, ამ ადამიანების დამსახურებაა" - ვის უხდის მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ მადლობას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი

1740810738

მსოფლიო

„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...

ტრამპი და ზელენსკი