აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება, - ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების შემდგომ, სამედიცინო პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

„სცადეს ჩემი ძალით გადაყვანა — ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია... ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა,“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას, მისმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა  ნიკა გვარამიამ 28 დეკემბერს გააცნო.

ამავე თემაზე:

🔵 სააკაშვილმა მითხრა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტლიდან გაყვანა, გაუწია წინააღმდეგობა, დაკარგა გონება - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

🔵 შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად! - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

1741081497

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...

ლევან მაჭავარიანი

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი