შემოვიდნენ წასაყვანად, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად! - მიხეილ სააკაშვილი

„სცადეს ჩემი ძალით გადაყვანა — ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია... ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა,“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას, მისმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა  ნიკა გვარამიამ გააცნო.

დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-180. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზისი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა.

ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი ძალიან ცუდად ყოფნა" , - ნათქვამია| მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

ჯერჯერობით გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და პენიტენციურ სამსახურში განმარტება არ გაკეთებულა.

ასევე საინტერესოა:

🔵 სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია - მიხეილ სააკაშვილი

🔵 სააკაშვილი ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი - გიორგი მარგველაშვილი

🔵 27 წლის სასულიერო პირმა სამაშველო ნავში ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, როცა მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ თოკი გაწყდა და მოძღვარი ზღვაში ჩავარდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737012528

ახალი ამბები

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც 24news.ge-ი იტყობინება, ერთმანეთს „ოპელის“ და „ტოიოტა პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ადგილზე...

პოლიცია

1737010115

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიდი ბ...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

1737008226

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ში ოლიგარქია ყალიბდება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან ქვეყანა ოლიგარქიის წინააღმდეგ. „დღეს ამერიკაში ჩნდება ოლიგარქია,...

ააა

1737005835

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტზე: „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა აუხსნეს მათ, თუ რა არის რეალობა და სიმართლე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა. „მიუხედავად იმისა, რომ „ნა...

არჩილ გორდულაძე

1737004183

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - სამწუხაროდ, მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ჩვენ ვერ გვაპატიეს, რომ წითელ ხაზებს არ ვკვეთთ, ვრჩებით ამ პოზიციაზე და ვატარებთ ფრთხილ პოლიტიკას

„სამწუხაროდ, ჩვენ მივეჩვიეთ მძიმე შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 2022 წლის თებერვლიდან და რატომღაც, ეს ზუსტ თანხვედრაშია იმ თარიღთან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო“, – ამის...

ლევან მაჭავარიანი