სააკაშვილმა მითხრა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტლიდან გაყვანა, გაუწია წინააღმდეგობა, დაკარგა გონება - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სააკაშვილმა მითხრა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტლიდან გაყვანა, ამას გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი, როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ჰოსპიტალში რჩებოდა, - უთხრა ჟურნალისტებს სახალხო დამცველის შიდა ქართლის წარმომადგენლმა, ანა ჯანიაშვილმა.
„მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი. როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. სად გადაჰყავდათ, არ ვიციო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ინფორმაციის ცნობის შემდეგ წნევამ ამიწიაო, შემდეგ დასტაბილურდა. ამ ემოციური ფონის შემდეგ, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე მისი გადაყვანა შეჩერდა.
მე, პირადად ფიზიკური დაზიანებები არაფერი შემიმჩნევია და არც თვითონ არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. არ აღუნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მოხდა. მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტალიდან გაყვანა და ამას გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს და როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ის რჩებოდა ჰოსპიტალში.
საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის დეტალებში გადაწყვეტილების მიღების დროს და წინააღმდეგობის გაწევის დროს ხომ არ იყო მისი უფლებები შელახული“,- განაცხადა ანა ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყოს.
„შესაძლოა, შიმშილობა დაიწყოს“,- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ნახეთ როგორია საახალწლოდ მორთული ბათუმის ქუჩები (ფოტორეპორტაჟი)
1741095905
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...
1741095859
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს
რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...