არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის - მიხეილ სააკაშვილი

არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის, ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშივილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

რაც შეეხება გელაშვილის საქმეს,მისი თქმით აქ არის ერთადერთი ჩვენება, რომელიც კლასიკური hearsay-ი.

"რაც შეეხება იმას, რაზე ვარ გასამართლებული, მე ვარ გასამართლებული უკვე 2 საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას- პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანის საქმეს, რომელიც არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის.

ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის ომის შემდეგ, მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი გავიგე, თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული.

ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მოსამართლებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა.

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე - ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „hearsay”, ინგლისური ტერმინი - ალბათ, ინგლისურიც არ გესმით, მაგრამ მე დამთავრებული მაქვს 4 უნივერსიტეტი დასავლეთში და მაინც ინგლისურად ვიტყვი, რაც ნიშნავს: „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“.

აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს. ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ მელაპარაკა ინტერპოლის დირექტორის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔵მიხეილ სააკაშვილის უფლებები კანონმდებლობით სრულად იქნება დაცული - დავით ზალკალიანი

🔵მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი