მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ

„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, მაგალითად, შეცდომაა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ეს შეეხო ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც, ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ.

„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე.

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

🔵 „არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლო დარბაზიდან

🔵 საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვა განსასჯელის სკამიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740726363

საზოგადოება

საჯავახო-ჩოხატაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საჯავახო-ჩოხატაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზ...

გზა მოძრაობა

1740725749

საზოგადოება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, სამართალდამცავმ...

სპეციალური საგამოძიებო

1740724987

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - „ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი ხელწერაა“

„როდესაც საუბარი გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მასთან ასოცირებულ სხვა პარტიებზე, მე მათ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვეძახი, ამ ყველა უბედურების გამოყენება თავის სასარგებლოდ, მათი ჩვეულებრივი...

გიორგი გამსახურდია

1740722956

ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიაში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციელებთან ერთად გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ისინი რეგიონის სხვადასხ...

საგანგებო სიტუაციები

1740720485

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს

„მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხალხს უხარია ტრაგედია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ამაზე მეტყველებს“, - განაცხადა განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარ...

ლევან მაჭავარიანი