აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით - 78 მომხრე ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით - 78 მომხრე ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება რვა კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მოგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის გაზრდას ითვალისწინებს - კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება.
ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება - კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მოგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.
ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მოგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინ გადახდა იკრძალება.
პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული.
ასევე:
✔️ ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.
✔️ აზარტულ და მოგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
წყარო: 1tv
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 22 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ონლაინ კაზინოების შეზღუდვების გამკაცრებას.
ამავე თემაზე:
🔲 ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები - ცვლილებების პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...
1741025975
ახალი ამბებისოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...
1741024338
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება
ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...
1741022070
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა, თურმე, რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოსთვის სანქციების დაწესების თემას ეხმიანება. „სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი, ლიეტუვის მაშინდ...
1741020226
ახალი ამბებიჩოხატაურის მერი - ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, ეს არის ბინძური ტყუილი - ცხელ ხაზზე მსგავსი შეტყობინება საერთოდ არ დაფიქსირებულა, მედიკამენტების ყველა მოთხოვნაზე მერია დაუყოვნებლივ რეაგირებს
რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს თოვლში ჩარჩენილმა, პარკინსონით დაავადებულმა ხანშიშესულმა მამაკაცმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეკა და ითხ...