ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები - ცვლილებების პროექტი ლაშა ხუციშვილმა წარადგინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ცვლილებების პროექტი ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად, დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ. GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით.

მისი თქმით, ეს არის ამ სექტორის დაბეგვრის მიღებული პრაქტიკა. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული შეეხება 25 წლამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

მისი თქმით, განისაზღვრა პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება.

სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირებს, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

კონტროლის მექანიზმებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე ან თანხა გასცენ მხოლოდ მოთამაშედ რეგისტრირებულ პირზე.

ასევე, აიკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს სხვისი ანგარიშით თამაშის შესაძლებლობებს.

სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და თანხის გატანის წესი, ასევე, მოთამაშედ რეგისტრაციის წესი დარეგულირდება კანონქვემდებარე აქტით.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.

აგრეთვე, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადასახადო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდის განხორციელება.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე და ფინანსთა სამინისტრო უკვე დაიწყებს მუშაობას საქართველოს პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ირაკლი მელაშვილი სააკაშვილზე: არც არაფერ ნანობს და არც არავის არაფერს აპატიებს

🔵 მიხეილ სააკაშვილი: საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი

1740678391

მსოფლიო

„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს

 უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...

აქციები

1740676288

ახალი ამბები

„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...

113

1740673725

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...

ალექსანდრა კუვაევა