აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მინისტრად დანიშვნა

„მინდა, მაკა ბოჭორიშვილს მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მინისტრად დანიშვნა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა.

„მოგესალმებით ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, ძვირფასო კოლეგებო, პრესის წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მინდა, მივესალმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩემს ძვირფას კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს და ქართულ დელეგაციას.

ქალბატონ მინისტრს მინდა, მივულოცო საქართველოში წარმატებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და მისი მაღალი რანგის მინისტრად დანიშვნა. წარმატებებს ვუსურვებ თავის საქმიანობაში.

ჩემს ძვირფას კოლეგასთან ერთად, წინა თვეს მალტაში, საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში გვქონდა შეხვედრა. მისთვის ეს პირველი საგარეო ვიზიტია, რაც ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების, პარტნიორობის მაღალი დონის მაჩვენებელია.

აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხებს შორის არსებობს ისტორიული კავშირები, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ.

ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობებს 35-წლიანი თარიღი აქვს და ჩვენი ურთიერთობები სახელმწიფოებრიობის, ტრადიციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული. არც აზერბაიჯანისთვის, არც საქართველოსთვის არ იყო მარტივი პერიოდები. რთული პერიოდები გვქონდა, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიდექით ჩვენ და ჩვენი სახელმწიფოები.

ჩვენს ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველთვის გვქონდა კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთპატივისცემა, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

ბუნებრივია, დღეს ჩვენ ამ ურთიერთობების ნაყოფს ვხედავთ. ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობები, პოლიტიკური დიალოგი მაღალ დონეზეა.

პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების ლიდერებს შორის არსებული რეგულარული შეხვედრები, მუდმივი დიალოგი, ესეც მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737035397

მსოფლიო

ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა - დაწყებულია ევაკუაცია

ინდონეზიაში ვულკანი „იბუ“ ამოიფრქვა, რის გამოც 3000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ვუ...

ინდონეზია

1737035267

მსოფლიო

62 წლის ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა - შემთხვევა საფრანგეთში მოხდა

საფრანგეთში, კურშაველში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი შეჯახების შედეგად, ბრიტანელი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას guardian ავრცელებს. დაღუპული 62 წლის ბრიტანეთის მოქალაქე...

თხილამურები

1737033918

ახალი ამბები

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძ...

ბულგარეთის პარლამენტ

1737033492

მსოფლიო

კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ

ცნობილი საკულტო ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ. აღნიშნულის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ს...

კერი ბრედშოუ

1737033176

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8446 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი