ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირის“ წარმომადგენელი, როსენ ჟელიაზკოვი გახდა.
როსენ ჟელიაზკოვის მთავრობის შემადგენლობას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 114-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
ბულგარეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იქნება.
ცნობისთვის, ოქტომბერში გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძალების კავშირი“ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობის ფორმირების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
1737033492
მსოფლიოკერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ
ცნობილი საკულტო ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ. აღნიშნულის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ს...
1737033176
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8446 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1737030555
ახალი ამბებიაკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს
ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. გადაწყვეტილება სწორ...
1737030381
სპორტი„სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის“ - ბოლო ცნობები პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ
ფრანგული გამოცემის Le Parisien ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას კი 17 იანვარს გაივლის. როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ, ხვალვე გაოფიციალურდება 23 წლის ქართველის ტრან...
1737026987
მსოფლიოსამხრეთ აფრიკის მაღაროდან 78 მუშის ცხედარი ამოასვენეს
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი არალეგალური მაღაროდან 78 მაღაროელის ცხედარი ამოასვენეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. კიდევ 246 მუშა ცოცხალი ამოიყვანეს, მათი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ყველა ამოყვა...