ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა ხორცი დაილუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
“ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული; ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ბაზარში ჩატარდა დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფიცირების სამუშაოები“,-აცხადებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 000 კგ-მდე ხორცი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...
1745069640
ახალი ამბები20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...