ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა 5, მის მეუღლეს კი, 4 წლის ვადით შეეფარდათ.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
შსს-მ დააკავა უჩა აბაშიძის მეუღლეც, მარიამ იაშვილი. ამასთან, როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, უჩა აბაშიძემ, მეუღლესთან ერთად, განიზრახა სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვას.
1738672582
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ხვედელიძის ქუჩა N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე რთულ აღდგენით სამუშაოებს ატარებს. კომპანიის ინფორმაციით, მილის დაზიანებულ მონაკვეთზ...
1738671252
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობ...
1738669257
ახალი ამბებისოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც...
1738669178
ახალი ამბები„ეროვნული ბიბლიოთეკა რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად“ - ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის ი...
1738668390
საზოგადოებაირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა
ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის Connect 2025-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის British Airways-ის მენე...