ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და სამი თურქული კლინიკა დაემატა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება დამატებით თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.
„პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძე თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში – თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
საქართველოსთან ერთად სახელმწიფო თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებშ, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...