ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური გადაწყვეტილება -კობახიძე სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე განმარტავს, რის საფუძველზე შეირჩა მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადამიანების სიცოცხლე პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ  მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

"გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს. პირველი, ეს არის სამედიცინო მხარე, კერძოდ, გორის ჰოსპიტალი არის აღჭურვილი ყველაფრით, რაც არის საჭირო, ეს არის როგორც აპარატურა, ასევე სამედიცინო პერსონალი და მეორე, უსაფრთხოების მხარე იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ არის მაღალი რისკები, გორის ჰოსპიტალი არის ზუსტად ის ჰოსპიტალი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული ჩვენ ამ კუთხით რისკებისგან.

ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ასეთი მოთხოვნა და საბოლოო ჯამში, მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების დროს მაინც იყო ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილება. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა. ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური გადაწყვეტილება, - განაცხადა კობახიძემ. 
 
 ამავე თემაზე:
🔵ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არავითარი აქციები იქ არ იქნება - ხატია დეკანოიძე

🔵მკურნალობის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741587303

მსოფლიო

ტრამპი: შეერთებულმა შტატებმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა

ვაშინგტონმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება „თითქმის“ განაახლა და საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს ელის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 მარტ...

დონალდ ტრამპი

1741585418

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათაც და თავიანთმა პატრონებმაც ძალიან კარგად იციან, სად არის მათი რეიტინგი, თუ რაიმეს თავი აქვთ, ყველაზე კარგი ტესტი ყოველთვის არის არჩევნები

„კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს დანაყოფები დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რა დავალებაც მოდიოდა მათი პატრონებისგან, ასრულებდნენ იმას“, - ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნ...

ირაკლი კირცხალია

1741584018

ახალი ამბები

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 16 მარტის ჩათვლით დაისვენებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო წელი პ...

აა

1741583062

ახალი ამბები

10 მარტს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მარტს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:...

შუქი

1741553598

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკიმ ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი

აშშ-ის პრეზიდენტმა,დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბაიდენის დროს ისე წაიღო ფული ამერიკიდან, როგორც ბავშვისგან კანფეტი“. „მან რაც გააკეთა...

ტრამპი