მკურნალობის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, რომ გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წუთებიდან სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი გახდა ადამიანი, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით გაჩნდა კონსტიტუციური ვალდებულება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უპირობო ერთგულებისა იმ იდეალებისადმი, რისთვისაც ათეულობით წლების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ერი და რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც ობსტრუქციული პოლიტიკური ძალების წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ. სიძულვილის ენის, აქამდე გაუგონარი მასშტაბით გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომლებს, მათი ოჯახის წევრებზე დაუყოვნებლი თავდასხმის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე:
🔵მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალში გადაიყვანენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა

1741598279

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!

ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...

ააა

1741596355

ახალი ამბები

„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“ - შალვა პაპუაშვილი

„დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმ...

შალვა პაპუაშვილი

1741595218

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სირიაში მიმდინარე მოვლენებზე: პასუხისმგებლობა სირიის შემდგომ განვითარებაზე აღებული აქვს დასავლეთს, ახლა საეჭვოდ არიან გაჩუმებულები და ასე აიღეს პასუხისმგებლობა უკრაინაზეც თავის დროზე

„ერთადერთი სურვილი მექნებოდა, რომ დასავლეთმა, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, ამ პასუხისმგებლობას შესაბამისად მოეპყროს და გავლენა იქონიოს იქ მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხ...

პოლიტიკა

1741593094

სპორტი

ქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს

გასული უიქ-ენდი წარმატებული აღმოჩნდა ევროპულ კლუბებში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი გოლები და შედეგიანი მოქმედებები ჩაიწერა, რაც მათ კლუბებს გამარ...

საქართველოს ნაკრები