დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

"დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა", ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო ჰემოდიალიზის სერვისის გასაწევად შესაბამისი აპარატურით არის აღჭურვილი.

„ადგილზე პაციენტებს რუხის კლინიკის დიალიზის ცენტრის სპეციალისტები მოემსახურებიან, პარალელურად,თბილისში გადამზადებას გადიან ადგილობრივი კადრები – ორი ექიმი და ორი ექთანი, რის შემდეგაც ისინი დიალიზით მოსარგებლე პაციენტებს მესტიის საავადმყოფოში მოემსახურებიან.

სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ.

ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიის გარდა, სერვისი უახლოეს პერიოდში ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგში ამოქმედდება.

მისივე ინიციატივით, დიალიზის სერვისის გამართვის საკითხში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

* ავტობუსის მძღოლმა გოგონა გაუპატიურებისგან გადაარჩინა: ის აჩერებს ავტობუსს, ხურავს კარებს და პოლიციას იძახებს

* "ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744961567

ახალი ამბები

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.   საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია