"ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რომ მართვის მოწმობა აიღო

"ესეც მართვის მოწმობა!

წარმოუდგენელია, მაგრამ დღეიდან მართვის მოწმობის მფლობელი ვარ.

საოცარი ავტოსკოლა შემხვდა "ავტოსკოლა ზურასა" და თავად ზურა რაჯებაშვილის სახით.

თეორიაც და მექანიკაში პრაქტიკაც პირველივე ცდაზე ჩავაბარე.

ზურა მეუბნებოდა, გადი გამოცდაზე, მზად ხარო, მე ვეუბნებოდი, ჯერ ადრეა-მეთქი, მაგრამ ძველი წესებით გამოცდის ბოლო დღეს ბოლო გამსვლელად გავედი და აგერ, ჩავაბარე.

ჩემს მეგობარს, რომელსაც ბავშვობიდან მანქანის მართვის გამოცდილება აქვს და რომელმაც რუსთავში წამიყვანა, ახლაც კი არ სჯერა, რომ მძღოლი გავხდი, რადგან აქამდე მანქანის მართვის  გამოცდილება საერთოდ არ მქონდა.

პრაქტიკის გამოცდაზე პირადობის წაღება დამავიწყდა და რეგისტრაციაში აღებული, რაღაც ნომრით დამიშვეს.

ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა.

უნდა ვაღიარო, რომ მართლა ჩავუჯექი ჯერ თეორიას, სრულად გავიაზრე ყველა საგზაო ნიშანი და წესი.

არაფერი დავიზეპირე (გარდა ჯარიმებისა, ოღონდ ამ საკითხს გამოცდიდან საერთოდ ამოვიღებდი) და პრაქტიკაშიც მონდომებით ვივარჯიშე.

მექანიკა, სულაც შემიყვარდა.

ახლა რამდენიმე სიტყვა თავად გამოცდაზე:

თეორიაში 7 წუთიც კი არ დამჭირდა.

მინდოდა, უშეცდომოდ ჩამებარებინა, მაგრამ საკითხები იმდენად კარგად ვიცოდი, რომ ერთ-ერთი კითხვა უყურადღებოდ წავიკითხე.

კერძოდ, ეკრანზე ნაჩვენები იყო ალმებიანი თოკით ბუქსირების კადრი და მეკითხებოდნენ, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი მეთოდით გაუმართავსაჭიანი მანქანის ბუქსირება.

დავეთანხმე, რადგან გარეგნულად ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ პასუხი არასწორად შემიფასდა.

მერეღა მივხვდი, რომ გაუმართავსაჭიანი მანქანით ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმულბით (ორკაპიანი რკინით) ან წინა თვლების ან თავად მანქანის სრულად ძარაზე (ევაკუატორზე) დადებით.

საგამოცდო ეკრანი მგრძნობიარეა და პასუხს ერთხელ უნდა დააჭირო, მაშინაც კი, თუ ახალი ბილეთი არ ამოვიდა, თორემ თითის მეორედ დაჭერამ შეიძლება "გზაში გაჭედილი" მომდევნო საკითხზე პასუხის გაცემა დააფიქსიროს.

ყოველი ბილეთი იტვირთება და ხანდახან დრო სჭირდება. 

გამოცდა საჭოჭმანო საკითხის ისრით ბოლოში გადატანის საშუალებას იძლევა, რაც არ გამომიყენებია.

ყურადღება სჭირდება გრაფებსაც.

ვთქვათ სწორი პასუხია 3. ის შეიძლება N2-ში ეწეროს და ვინმემ, შეიძლება ეკრანზე მე-3 გრაფას დააჭიროს.

პრაქტიკის გამოცდას 3 საათი ველოდი.

ერთხანს ავღელდი კიდეც, რადგან ჩემამდე გასული 150 გამოსაცდელიდან 120 მაინც პირველივე დავალებაზე - მანქანის ფარეხში უკუსვლით შეყენების დროს ჩაიჭრა.

ჩემი ჯერი რომ დადგა, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და მანქანაში ჩავჯექი, რომელსაც ზურას ავტოსკოლიდან უკვე ვიცნობდი.

გაუღიმარი გამომცდელი შემხვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

"შკოდა" ზუსტად იმ პირველ ფარეხში შემაყენებინა, სადაც ჩემ თვალწინ უამრავი გამოსაცდელი ჩაიჭრა.

დავალება მაშინვე შევასრულე და გამომცდელს ვუთხარი, შემაქე, მეტი ძალა მომეცემა-მეთქი. მისაყვედურა, ეგ მეორედ აღარ თქვაო.

ფარეხის შემდეგ კიდევ უფრო დავმშვიდდი.

გამახსენდა სწავლის დროს გაზიარებული ყველა წვრილმანი, განსაკუთრებით მანქანის ჩაქრობის, დაგორებისა და გადაბმულობის სწორად გამოყენების საკითხები და მომდევნო დავალებებს შევუდექი.

ყველაფერი უშეცდომოდ გამომივიდა.

მხოლოდ აღმართზე სდექ ხაზთან ცოტა ადრე რომ გავაჩერე, 15 ქულით დავჯარიმდი. 39 ქულის ჩამოკლება კი ჩაჭრას ნიშნავს.

პარალელური პარკირების გაკეთების შემდეგ კომპიუტერმაც და გამომცდელმაც ჩემი გამოცდა წარმატებულად შეაფასეს და, აი, უკვე ოფიციალურად მართვის მოწმობიანი ვარ.

მიხარია, რომ ხსენებული შეცდომები მანქანის სწორად მართვასა და მანევრირებას არ ეხება. რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ საიმედო მძღოლი ვარ.

ამასთანავე, მე ვიქნები მძღოლი, რომელიც არასდროს გადაასწრებს მანქანას მარჯვნიდან (თუ მარცხნივ არ უხვევს) და ასევე, არ გადავა მოხრეშილ გზაზე ან გვერდულაზე, რომ უკან ჩამოიტოვოს საცობებში მდგარი კეთილსინდისიერი მძღოლები.

ვიქნები მძღოლი, რომელიც გადასასვლელებზე ქვეითებს გაატარებს, რომელიც ხმამაღალი მუსიკით ღამით ქუჩებში არ ივლის, სველ გზებზე ფრთხილად გაივლის, რომ ქვეითები არ გაწუწოს,  მანქანიდან ნაგავს არ გადაყრის.

ასევე, გარდა საგზაო შემთხვევების არიდებისა, არ დაასაგნილებს, არ გალანძღავს მძღოლს მაშინაც კი, თუ მწვანე შუქზე წინა მძღოლი მანქანას დროულად არ დაძრავს და ვიქნები მძღოლი, რომელიც წყვეტილ ხაზებს ბორბლებს შორის არ ამოიდებს.

და კიდევ, ვიქნები მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში არასოდეს დაჯდება.

აქვე მადლობას ვუხდი თამაზ ბექაიას, რომელმაც ჯერ კიდევ 2020 წელს დამაძალა მართვის მოწმობის აღება და ასევე, მადლობა ზურა ბაბუციძეს, რომელმაც მაშინ პირველი გაკვეთილები ჩამიტარა და რომ არა კოვიდშეზღუდვები და პანდემია, უფრო ადრე გავიდოდი გამოცდაზე.

ზურას იუმორით შეზავებული გაკვეთილებს რა დამავიწყებს?

და კიდევ, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც ელექტრომანქანაზე გადაჯდომის მომხრე ვარ და ჩემს მცდელობას მისკენ წარვმართავ", - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* იტალიაში შეძენილი 3 ცხენი წულუკიანმა საცხენოსნო სპორტის ფედერაციას გადასცა (ფოტორეპორტაჟი)

* ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740329529

ახალი ამბები

დედაქალაქში გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრო...

გზებიგზები

1740328469

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტურნირზე ქართველმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა 90 კგ წონით კატეგორიაში ია...

ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

1740327873

მსოფლიო

„მზად ვარ, პრეზიდენტის პოსტი დავტოვო უკრაინაში მშვიდობისთვის ან NATO-ს წევრობის სანაცვლოდ“ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობისთვის, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი. უფრო კონკრეტულად, მას პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ჰკითხა - მზად იყო თუ არა, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოს...

ააა

1740323126

ახალი ამბები

გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახმკვლელო...

პოლიცია

1740322552

მსოფლიო

ბეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება. ჰასან ნასრალა გასული წლის 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დაბომბვის დროს მოკლე...

ჰეზბოლა