დავით ჩიხელიძე: აშშ-ის მოკავშირეობიდან, დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშემდე?! ანუ ევროპა ისტორიული არჩევანის წინაშე

 „ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე პირობა დადეს, რომ მოხდება კონტინენტის გადაიარაღება, აღნიშნული შეხვედრის საჭიროება ტრამპის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ და განცხადებებმა გამოიწვია, რომელმაც ღიად თქვა, რომ შეცვლის უკრაინაში მიმდინარე ომის ტრაექტორიას და შესაძლოა ევროპის დაცვა და სამხედრო მოკავშირეობა შეწყვიტოს“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.

„იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძირეულად შეცვალა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, შეაჩერა კიევისთვის სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, საეჭვო გახადა ნატოს მე-5 პუნქტისადმი ერთგულება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევაში, მოკავშირეების დახმარებას გულისხმობს.

დღეს რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს ასეთია ევროპის ქვეყნების პოზიცია, რუსულ საფრთხეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უწოდებს "ეგზისტენციალურ საფრთხეს" ევროპისთვის, კონტინენტი ახლა ცდილობს მოემზადოს ოდესღაც წარმოუდგენელი პერსპექტივისთვის, რათა დაიცვას თავი პოტენციურ მომავალ კონფლიქტში ამერიკის დახმარების გარეშე. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეკრებას შეუერთდა ზელენსკი, რომელსაც მანამდე აშშ-ში საკმაოდ დაძაბული და უშედეგო შეხვედრა ჰქონდა, მან (ზელენსკი) ვერ მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებას, რისი მოლოდინიც საკმაოდ დიდი იყო.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას ეწვევა საუდის არაბეთს, რათა წარმოადგინოს ცეცხლის შეწყვეტის საწყისი გეგმა კიევსა და ვაშინგტონს შორის ახალი მოლაპარაკებების წინ, რისი აუცილებლობაც, გასულ კვირას თეთრ სახლში ტრამპთან მისი უპრეცედენტო სატელევიზიო კამათის შემდეგ წარმოიშვა.

როგორია ევროკავშირის გეგმა:

მილიარდი თავდაცვის ხარჯებისთვის. ბრიუსელში ევროსაბჭოს საგანგებო შეხვედრაზე, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ გეგმებზე, რომლებსაც შეუძლიათ მილიარდობით ევროს გათავისუფლება ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და კიევის მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

წინასწარ შემუშავებული (არა საბოლოო) გეგმის მიხედვითაც შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს (862 მილიარდი დოლარი) მობილიზება, კონტინენტზე თავდაცვის გასაძლიერებლად. გადაიარაღების გეგმის მიხედვით ევროკავშირი ქვეყნებს 150 მილიარდ ევრომდე (162 მილიარდი აშშ დოლარი) კრედიტს მისცემს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას უწოდა "წყალგამყოფი მომენტი" ევროპისთვის და თქვა, რომ დეტალური სამართლებრივი წინადადებები შეისწავლება მეორე შეხვედრის წინ, თვის ბოლოს.

როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა CNN-ს, განუცხადა ისინი ელიან, რომ ბლოკის ლიდერები აღნიშნულ გეგმას მწვანე შუქს აუნთებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს თავდაცვის გეგმის წინსვლა „ძალიან სწრაფად“ განხორციელდეს.

მაკრონმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 33 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას გაუწევს, რომელიც ევროპის სანქციების მქონე რუსებისგანაა აღებული. „2025 წელს ევროკავშირი უკრაინას, რუსული აქტივებით დაფინანსებულ 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს“, – განაცხადა მაკრონმა.

ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროპა უნდა გახდეს „უფრო სუვერენული, უფრო პასუხისმგებელი საკუთარ თავდაცვაზე და უკეთ მოემზადოს იმისთვის, რომ ავტონომიურად გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებსა და საფრთხეებს“.

ტუსკის ირონიული ნათქვამი, რომ „500 მილიონი ევროპელი სთხოვს 300 მილიონ ამერიკელს, რომ მათ დაიცვან ისინი 140 მილიონი რუსისგან“ კარგად წარმოაჩენს ევროპის ზოგად პოზიციას.

მიუხედავ გადაიარაღებისა და თავდაცვაზე კოლოსალური თანხების დახარჯვისა, პირველი წინაღობა რომელიც ევროკავშირმა უნდა გადალახოს არის, ყველა წევრი სახელმწიფოს ერთიანი პოზიცია, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელად შესასრულებელი მისია არის, რადგან ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები, უხეშად ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, რაც ერთიანი პოზიციის ქონას შეუძლებელს ხდის და ევროკავშირის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან დღეს ევროკავშირის არის მყიფე გაერთიანება, რომლის დამსხვრევა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენას შეუძლია!

მეორე პრობლემა რაც ევროკავშირის წინაშე დგას, არის უკრაინაში გასამართი პოტენციური არჩევნები, ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას უკრაინის არჩევნებში სხვა ქვეყნის ჩარევა (რუსეთი,აშშ) რათა უკრაინის ახალ მმართველზე კონტროლი არ დაკარგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ნებისმიერი გეგმა არაეფექტური გახდება.

განგაში მე-5 მუხლის გამო:

შარშან ვაშინგტონში ნატოს ლიდერების სამიტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი რჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ნატოს უსაფრთხოებისთვის“. დღეს კი მისი მოკავშირეების თვალში ტრამპი ამ ცენტრალურ თემას ეჭვის ქვეშ აყენებს.

ხუთშაბათს, ტრამპმა განიხილა შესაძლებლობა, აშშ-მ უარი თქვას ნატოს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე - იყოს დასავლეთის უსაფრთხოების საკვანძო საყრდენი, რუსული თავდასხმის შემთხვევაში. ტრამპის განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნები საკმარისს არ ხარჯავდნენ თავდაცვაზე, რაც არასამართლიანია და აშშ არ არის ვალდებული ევროპის თავდაცვის ხარჯები დაფაროს. რასაც მან საღი აზრი უწოდა, „ვფიქრობ, ეს საღი აზრია. თუ ისინი არ გადაიხდიან, მე არ ვაპირებ მათ დაცვას“, - თქვა ტრამპმა. ნიშანდობლივია, რომ ტრამპი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც განიხილავდა ნატოს დატოვების შესაძლებლობაზე და ალიანსის წევრი სხვა ქვეყნების მიერ საკმარისი თანხის არ დახარჯვაზე აპელირებდა.

„ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ თეთრი სახლი დგამს ნაბიჯებს კრემლისკენ და ცდილობს მათ ნახევარ გზაზე შეხვდეს, ასე რომ, რუსეთის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს ევროპა“, - განაცხადა ხუთშაბათს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ვალერი ზალუჟნიიმ. მან დასძინა, რომ აშშ „ანგრევს“ მიმდინარე მსოფლიო წესრიგს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ხუთშაბათს ხაზი გაუსვა ნატოსადმი აშშ-ის ერთგულების მნიშვნელობას და თქვა: „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ტრანსატლანტიკური ურთიერთობა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა რჩება ჩვენი ალიანსის საძირკვლად“.

სამშვიდობო შეთანხმება ევროპის ჩართულობით:

როდესაც ევროპელმა ლიდერებმა თითქმის ერთსულოვნად გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გააფრთხილა, რომ მშვიდობისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.

ბრიუსელში მყოფი ევროკავშირის 27 ლიდერიდან, ერთის გარდა, ყველამ ხელი მოაწერა ტექსტს, რომელიც მოუწოდებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც პატივს სცემს „უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ (უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავი შეიკავა.)

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გამოაქვეყნა გეგმა უკრაინაში „საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის“ ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რამაც შეიძლება გზა გაუხსნას უფრო ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებას.

ზელენსკიმ თქვა, რომ „ამზადებს პრაქტიკულ წინადადებებს“ ევროპელ ლიდერებთან ომის დასასრულებლად. პირველი ნაბიჯი იქნება, რომ რუსეთმა შეაჩეროს საჰაერო თავდასხმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და შეაჩეროს „ყველა სამხედრო ოპერაცია შავ ზღვაში“, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე. ზელენსკის გეგმაზე ჯერ არაფერია ცნობილი, მხოლოდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება ვიცით,

„უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირას საუდის არაბეთში შეხვდება პრინც მოჰამედ ბინ სალმანს და მისი გუნდი დარჩება ქვეყანაში "ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ", განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ.

დიდი ბრიტანეთი და თურქეთი, ნატოს ორი მოკავშირე და უკრაინის მთავარი მხარდამჭერები - მაგრამ არა ევროკავშირის წევრები - სამიტს არ ესწრებოდნენ. დიდი ბრიტანეთის ლიდერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში სამშვიდობო მისია გაგზავნოს, რათა დაეხმაროს კიევსა და მოსკოვს შორის შეთანხმებული ნებისმიერი ზავის შენარჩუნებას.

ერთია ევროპის პოზიცია და მეორე აშშ-ს პოზიცია, რომელიც ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ტრამპი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას, ორ დიდ სახელმწიფოს შორის ბუფერულ ზონად განიხილავს, უკრაინა მათთვის პაიკია, რომლის გაწირვაც შესაძლებელია, (მიზნიდან გამომდინარე) აშშ-ს ინტერესი მარტივია, მათ სასარგებლო წიაღისეული და ეკონომიკური აქტივობა აინტერესებთ, ევროპას მშვიდობა სურს, რუსეთს კი სასარგებლო წიაღისეული და ტერიტორიები, ასეთი კონტრასტის პირობებში, რთულია კომპრომისული ვარიანტის პოვნა, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.

რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთრივ უკრაინის ინტერესები, რომლის მიზანი ტერიტორიების და წიაღისეულის შენარჩუნება არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ფაქტობრივად სამივე მხარე უკრაინას პაიკად მიიჩნევს, რომლის პოზიცია. ტმეორეხარისხოვანია და საკუთარი მიზნების რეალიზების გზაზე, უკრაინის გაწირვის შესაძლებლობას განიხილავენ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი

1741526054

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

 საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...

სასახლე

1741522889

ახალი ამბები

გია აბაშიძე: NGO-ების აშშ-ში გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ ილონ მასკის ახირება არაა, რადგან ულტრამამარცხენე ფლანგიდან დასპონსორებული სტრუქტურები ემსახურებიან მათ პატრონებს და არა საზოგადოების ინტერესებს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის გამოხმაურებას აფასებს, რომელსაც შესანიშნავ იდეად მი...

ექსპერტი