დედისგან მიტოვებულ 12 წლის გოგოზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა, ახლა კი ციხიდანაც ემუქრება - შემზარავი ისტორია

პედოფილი რომელიც საკუთარ შვილიშვილზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, ახლა მას მუქარის წერილებს ციხიდან უგზავნის. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 წლის გოგონა, რომელიც 9 წლიდან საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, ტრავმიდან ვერ გამოდის, რის გამოც მან რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა.

დღეს მან "კურიერს" თავად მოუყვა გაუპატიურების არა ერთი ფაქტი. მოზარდის ისტორია იმდენად მძიმეა, რომ "რუსთავი 2" ყველა დეტალის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

გოგონა მამამ დაბადებამდე მიატოვა. შემზარავი დანაშაულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა, თუმცა ქალმა ძალადობის მსხვერპლ შვილზე საბოლოოდ თავადაც უარი თქვა, სასამართლომ კი მას მშობლის უფლება ჩამოართვა. არასრულწლოვანზე მისი მეგობრის დედა ზრუნავს, რომელსაც ბავშვი დედობილად მოიხსენიებს.

არასრულწლოვანს ბაბუა დანით აშანტაჟებდა და მოკვლით ემუქრებოდა. პედოფილს კვალის დაფარვის მიზნით მსხვერპლი ტყეში მიჰყავდა. მას ახლა სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს მისჯილი, თუმცა არასრულწლოვანს​ მაინც ემუქრება.

​მოზარდთან ინტერვიუ "კურიერმა" მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თვითნებურად დატოვა. მიყენებული სტრესის გამო მოზარდმა თვითმკვლელობაც რამდენჯერმე სცადა და რომ არა თავშესაფრის ადმინისტრაციის დროული რეაგირება, ყველაფერი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო.

"კურიერმა" ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავშესაფარში დააბრუნა, სადაც ის სპეციალური ზრუნვის ქვეშ იმყოფება. დაწესებულების ადმინისტრაცია, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და არც იმას განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მან ტერიტორიის თვითნებურად დატოვება.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია“ - ემიგრანტის შოკის მომგვრელი წერილი

🔵 ექსკლუზივი: სალომე ტეტუნაშვილი ცოცხალია - ხუთ დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული ემიგრანტი იპოვეს

🔵 რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი