დეპუტატები შიმშილობას მას შემდეგ შეწყვეტენ, რაც სააკაშვილი გლდანის ციხეს დატოვებს

პარლამენტში მოშიმშილე რამდენიმე დეპუტატი ამბობს, რომ პროტესტს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას მისაღები იქნება. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.
"ამათი ნდობა ჩვენ ნაკლებად გვაქვს, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით და ნებით აღარ იქნება გლდანის ციხეში, ჩვენ შევწყვეტთ შიმშილობას. ჩვენი პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გაგმომდინარე არ უნდა იყოს გლდანის ციხეში, - ამბობს ენმ-ს წევრი, დავით კირკიტაძე.
ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ გორის ჰოსპიტალი, რომელიც მესამე პრეზიდენტის აშენებულია, მთავარსადლისთვის ღირსეული ადგილი იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა მიიღოს.
"ეს არის შემოთავაზება და ეს შემოთავაზება, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა უნდა განიხილოს და დათანხმდეს. ჩემი პირადი მოსაზრებაა და წინასწარ წარმოდგენაც მქონდა, რომ გორის ჰოსპიტალი შესაბამისი დაწესებულება იქნებოდა. გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის აშენებულია, გორის სამხედრო ბაზაც მიხეილ სააკაშვილის აშენებულია და მთავარსარდლისთვის ეს ადგილი ღირსეული იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილის მოისმენს ამ ინფორმაციას, ადვოკატებთან ერთად განიხილავს და ის მიირებს გადაწყვეტილებას. ჩვენი რჩევაც იქნება, რომ ამ ეტაპზე ეს გამოსავალი შეიძლება იყოს, - თქვა ბეჟაშვილმა.
იუსტიციის მინისტრმა რატო ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ამავე თემაზე:
🔵სააკაშვილი იმიტომ კი არ ჩამოვიდა საქართველოში, რომ კლინიკაში ყოფილიყო - ზაალ უდუმაშვილი
1741607051
ახალი ამბები„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე
გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...